“სახელმწიფო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სახელმწიფო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 3/60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 30/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.028.008.298
  • Word
3/60
20/03/2006
სსმ, 42, 30/03/2006
280.120.000.22.028.008.298
“სახელმწიფო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.028.008.298

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/60

2006 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 156) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეესრტში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.�;

ბ) დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, დეპარტამენტის სათათბიროსთან ერთად.�;

გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ზემოჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბირო.�;

დ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე, წყვეტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბირო.�.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი