დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016739 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2024 - 31/01/2025)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21/12/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016693).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 35215,7 ათასი ლარით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 30 839,1 ათასი ლარით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 354,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 4022,6 ათასი ლარით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 30783,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 4377,1 ათასი ლარით. მათ შორის,
ა) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა - 4537,1 ათასი ლარით თანდართული რედაქციით: ათას ლარში
ბ) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება - 160,0 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რეადაქციით:
ათას ლარში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 55,6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4432,7 ათასი ლარით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის შესაბამისად 2024 წლის 01 იანვრისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვალი შეადგენს 161.1 ათ ლარს, 2024 წლისთვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) იგეგმება ვალის შემცირება 68.9 ათ. ლარით. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს დარჩება ვალი 92.2 ათ. ლარი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი II
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 13.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები
|
1. პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01). პროგრამა გულისხმობს გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი გზების მშენებლობას და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, გრძელვადიანი საჭიროებებიდან გამომდინარე, მაინც არის მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტში გზების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს როგორც კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს. პროგრამა ითვალისწინებს ასევე თოვლის საფარისგან, მეწყერის, ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდა-შეკეთებას. საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით განხორციელდება შუქნიშნების შეკეთება და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა. პროგრამის მიზანია პროგრამის მიზანია მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის და ტურისტებისათვის ტრანსპორტისა და ფეხით გადაადგილებისას მაღალი კომფორტის შექმნა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ა.ა) ქვეპროგრამა: გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01). ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, ტროტუარების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობა ასფალტო ბეტონის ან/და ბეტონის საფარით. ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებული და ავარიული მონაკვეთების კაპიტალური შეკეთება. ა.ბ) ქვეპროგრამა: გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 02). მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების გარკვეული ნაწილი საჭიროებს მიმდინარე ორმოულ შეკეთებას, რათა გახანგრძლივდეს მათი ექსპლოატაციისა და გამოყენების ვადები. აქედან გმომდინარე, მნიშვნელოვანია გზების მიმდინარე შეკეთება. აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეაბლიტირებული გზების მოვლა, რაც გულისხმობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შიდა გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრასა და ორმოულ შეკეთებას. ქვეპროგრამის მიზანია ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში ქალაქის ქუჩებისა და გზების ინფრასტრუქტურის შენარჩუნების მიზნით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებული და ავარიული მონაკვეთების მიმდინარე შეკეთება. ა.გ) ქვეპროგრამა: საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 01 03). საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შეძენა, მონტაჟი და ექსპლოატაცია; შუქნიშნების მოვლა – შენახვა; სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების, აბრებისა და ტრაფარეტების შეძენა. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გარემოს შექმნა. საგზაო შემთხვევების რაოდენიბის შემცირება. ბ) პროგრამა: წყლის სისტემების განვითარება (პროგრამული კოდი 02 02). წყლის სისტემების განვითარების პროგრამა ითვალისწინებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების როგორც სრულ ასევე ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის პრიორიტეტულია მოსახლეობის 24 საათიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში. წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჯიმში რათა წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. პროგრამა ასევე მოიცავს სანიაღვრე სისტემების ექსპლოატაცია / რეაბილიტაციასა და შადრევნების წყლის ხარჯის დაფინანსებას. წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური / ინფრასტრუქტურული (წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახლის მოწყობა) ასევე მომსახურების (წყლის სისტემის ექსპლოატაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. პროგრამის მიზანია მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა. ბ.ა) ქვეპროგრამა: სანიაღვრე სისტემების ექპლოატაცია/რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 01 ). სანიაღვრე ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრობლემატურ ნაწილს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც მიმდინარე საექსპლოატაციო, ასევე, სარეაბილიტაციო და კაპიტალური სამუშაოები; შადრევნების წყლის ხარჯის დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია: რეაბილიტირებული და კაპიტალურად შეკეთებული სანიაღვრე სისტემა. ბ.ბ) ქვეპროგრამა: სასმელი წყლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 02 02 02 ). მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. სასმელი წყლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. ქვეპროგრამის მიზანია: სასმელი წყლის ქსელის მომსახურების გაუმჯობესება. გ) პროგრამა: გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03). ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების) უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას, შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ განათების წერტილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია; გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ ინფრასტრუქტურული ასევე მომსახურების. რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. პროგრამის მიზანია გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. გ.ა) ქვეპროგრამა: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 03 01). მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, ახალი ლედ ტიპის ეკონომიური სანათების დაყენებით ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება. გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ განათების წერტილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. ქვეპროგრამის მიზანია: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, დახარჯული ელექტროენერგიის შემცირება. გ.ბ) ქვეპროგრამა: გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 03 02). დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით. ქვეპროგრამის მიზანია გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. დ) პროგრამა : ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 04). პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ავარიული შენობების რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანი გაუმჯობესებული ქალაქის იერსახე. ე) პროგრამა : ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება (პროგრამული კოდი 02 05). პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, დაზიანებული წყალ-კანალიზაციების კომუნიკაციების აღდგენა, პარკეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანია: გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ამხანაგობების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. ვ) პროგრამა: კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 06) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; ქალაქის მიმზიდველობის გაზრდისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; სხვადასხვა ქალაქ გაფორმებითი ღონისძიებების მოწყობა კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკისა და მისი ჩატარების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა–პატრონობა, რეაბილიტაცია და განვითარება, ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი. ვ.ა) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანება, გარე განათება და კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 06 01). ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომუნალური და კეთილმოწყობითი კომუნიკაციების მართვა - მოწესრიგება და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება; გარე განათების, დეკორატიული განათების, მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მწყობრიდან გამოსული ქსელების აღდგენითი და ახალი ქსელების მოწყობა; სასმელი წყლის ქსელის, სანიაღვრე არხების გაწმენდას, მოვლა-პატრონობას, ცივი ტბისა და ცივი ტბისგან გამომდინარე არხების მოვლა - პატრონობას; ქუჩების, გაზონების კეთილმოწყობა; ხიდებისა და ბოგირების მოვლა – პატრონობა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან / და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აღკვეთა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა; ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განსაზღვრული ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვა, სკვერებისა და ხე-ნარგავების მოვლა-პატრონობა; ავარიული, სანიტარული და დეკორატიული ჭრის უზრუნველყოფა, შადრევან – აუზების მოვლა – პატრონობას, პარკებში გაზონებსა და სკვერებში ყვავილების დარგვა და მოვლა. ქვეპროგრამის მიზანია: ეკოლოგიურად სუფთა და ესთეტიური გარემოს შენარჩუნება–განვითარება. ვ.ბ) ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 06 03). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში სკვერების, გაზონების და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა. აგრეთვე დასასვენებელი საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, მათი ადაპტირება ქალებისა და მამაკაცების, ბავშვების, შშმ პირების საჭიროებებზე. ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა - რეაბილიტირება. ზ) პროგრამა: საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 02 08) პროექტირების ეტაპზე ხდება საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განაპირობებს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებს, ხარისხსა და სამშენებლო ობიექტის საბოლოო სახეს. პროგრამის მიზანია სრულყოფილი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შეძენა. თ) პროგრამა: სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა (პროგრამული კოდი 02 09). სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციისა და სპეციალისტების მომსახურების შეძენა. პროგრამის მიზანია სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა. ი) პროგრამა: მოქალაქეთა ჩართულობა (პროგრამული კოდი 02 10). პროგრამით განხორციელდება იმ პროექტების დაფინანსება რომლებიც შეირჩევა მუნიციპალიტეტის მერის მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად. ქვეპროგრამის მიზანია საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის შექმნა და დანერგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. პროგრამის მიზანია საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის შექმნა და დანერგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კ) პროგრამა: ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 02 11) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწლეობას იღებს წყალტუბოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული: 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება; ინდივიდუალური მეწარმე; მეწარმე იურიდული პირი. ბიზნეს იდეის წარდგენა ასევე შეუძლია ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც არ არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში – ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს იდეების გადარჩევის ეტაპს ან/და გამარჯვებული პროექტის ავტორია. პროგრამის მიზანი: სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერა; იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების,საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა; დასაქმების ხელშეწყობა. 2. პრიორიტეტი: დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება მაწანწალა ძაღლები. ა) პროგრამა: უპატრონო ცხოველების ოპერირება (პროგრამული კოდი 03 02). პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების ოპერირება. უმეთვალყურეო, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობა და პოპულაციის რეგულირება. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა უპატრონო ცხოველებისგან. ბ) პროგრამა: დასუფთავება, ნარჩენების გატანა და ცენტრალური პარკის ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 03 06). ქალაქის ეკოლოგიური და უსაფრთხო მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად აუცილებელია ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება და მათი დეზინფექცია, მოვლა-პატრონობა. პროგრამის მიზანია: ქალაქის ეკოლოგიური და უსაფრთხო მგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება. 3. პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლება და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების გაერთიანების პროგრამის განხორციელება. ა) პროგრამა: საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01). საბავშვო ბაღების გაერთიანება და მასში შემავალი ფილიალები წარმოადგენს სასწავლო – სააღმზრდელო დაწესებულებებს, რომლებიც ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით, რომელთა მთავარი დანიშნულებაა საფუძველი ჩაუყაროს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ განვითარებას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მატერიალურ – ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობა და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სრულფასოვანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. 4. პრიორიტეტი: კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პრიორიტეტი მოიცავს უამრავ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისტორიულ ადგილებს, ტურისტულ მარშრუტებს. მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ახალგაზრდების მიგრაციის თემა, შიდა თუ საერთშორისო ტურისტული ნაკადების გაზრდა. ამისთვის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას, ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას, ინოვაციების ხელშეწყობას და განათლების პარალელურად მოზარდი და ახალგაზრდა თაობებისთვის კულტურისა და სპორტის განვითარებას. მუნიციპალიტეტისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, ხელოვნების და კულტურის დარგის გამოჩენილი ახალგაზრდების წახალისებას. ყველა მოზარდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინოს ნიჭი და უნარი. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები. ა) პროგრამა: სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01). პროგრამის ფარგლებში სპორტსმენების ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების დაფინანსება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, წარმატებული წყალტუბოელი სპორტსმენების წახალისება. მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ასაკის მოსახლეობაში, როგორც ქალბატონებში, ასევე, მამაკაცებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება; მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და მოზარდების, მ.შ. როგორც გოგონების, ასევე ვაჟების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა როგორც ქალბატონების, ასევე, მამაკაცებისათვის და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა. ა.ა) ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 01). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, საერთაშორისო ხასიათის სპორტული ტურნირების ჩატარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ასევე, მოხდება წარმატებული სპორტსმენების წახალისება, ვეტერანი და დამსახურებული სპორტსმენების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით. ქვეპროგრამის მიზანია: სპორტის სხვადასხვა სახეობების წახალისება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ა.ბ) ქვეპროგრამა: სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) წლის მანძილზე განხორციელდება სპორტულ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება. სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში.
ქვეპროგრამის მიზანია: სპორტული დაწესებულებების გამართული ფუნქციონირება, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობა. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ა.ბ.ა) ქვეპროგრამა: წყალტუბო არენა (პროგრამული კოდი 05 01 02 01). ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნების (ცენტრალური, სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი, მინი ბუნებრივსაფარიანი) და აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ საფეხბურთო ცენტრის ჰიბრიდული საფეხბურთო მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მოვლა-პატრონობა. ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში საფეხბურთო მოედნების მზადყოფნა დაგეგმილი ვარჯიშებისა და მატჩებისთვის. ა.ბ.ბ) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 01 02 02). ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდი ჩართოს სპორტში, რათა სპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებაში. ქვეპროგრამის მიზანია: სპორტული მიმართულებების გამართული ფუნქციონირება, შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობა და სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია; ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ა.ბ.გ) ქვეპროგრამა: სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 02 04). ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის აუცილებელია მოზარდი ახალგაზრდობის ჩართულობა ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში, ამისათვის საჭიროა ახალი, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი ადაპტირება როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა საჭიროებებზე. ამ მხრივ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია - მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია: სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და შექმნა, მისი ადაპტირება ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებზე. ბ) პროგრამა: კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02). მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელია წლის მანძილზე ჩატარდეს სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და საერთაშორისო კულტურული აქტივობები. ასევე მოხდეს ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის დაფინანსება და რელიგიური ორგანიზაციების სუბსიდირება ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება ბ.ა) ქვეპროგრამა: კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01). მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელია წლის მანძილზე ჩატარდეს სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და საერთაშორისო კულტურული აქტივობები. ასევე მოხდეს ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანი: სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება. ბ.ა. ა) ქვეპროგრამა: წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 01) ღონისძიების ფარგლებში ხორცილედება ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. მოსწავლეებისათვის დაწყებითი სამუსიკო და სამხატვრო განათლების მიცემა და შემეცნებით - საგანმანათლებლო (13 წრე) დონის ამაღლება. ქვეპროგრამის მიზანია: ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ბ.ა.ბ) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 02) ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის განვითარების ხელშეწყობა. განათლებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება; ხალხური შემოქმედების შენარჩუნება და განვითარება; ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის მოძიება და პოპულარიზაცია; თეატრის განვითარება-პოპულარიზაცია და დამკვიდრება საზოგადოებაში. ცენტრში შედის: 3 მუზეუმი, 2 კულტურის სახლი, 10 სასოფლო კლუბი, 27 სოფლის ბიბლიოთეკა. აგრეთვე ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ივერია“ და ანსამბლი ნადური ქვეპროგრამის მიზანია: ქალაქის კულტურული ცხოვრების მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა. ბ.ა.გ) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, შიდა ტურიზმის სრული კოორდინაცია, კურორტის პოპულარიზაცია სახვადასხვა ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, გამოფენების გამართვა / მონაწილეობის გზით, სარეკლამო და საინფორმაციო ბეჭდური მასალების შექმნა და გავრცელება, ქალაქის რეკლამირება მიზნობრივ ბაზრებსა და ღონისძიებებზე, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში შესაბამისი მასალების განთავსება, ტურისტების საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ქვეპროგრამის მიზანია: საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე ტურისტული ადგილების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესება. ბ.ბ) ქვეპროგრამა: კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 02). მუნიციპალიტეტის მასშტაბით წლის მანძილზე განხორციელდება სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, კულტურული დღეები, გამოფენები, კორკურსები და სხვა კულტურული აქტივობები. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა. ბ.გ) ქვეპროგრამა: რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და ეკლესიების რეაბილიტაციასა და ახალის მშენებლობას. ქვეპროგრამის მიზანი: ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობა. გ) პროგრამა: ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 03). პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მცოხვრები ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნა სადაც ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა. ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებითა და ინიციატივების მხარდაჭერის გზით. პროგრამის ფარგლებში მოხდება შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება. პროგრამის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. 5. პრიორიტეტი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00). მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ა) პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მუნიციპალიტეტის ტერიტირიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. ა.ა) ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 01). ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხევდველობა და კონტროლი, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასზე ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით; ანტირაბიულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ,,C” ჰეპატიტის სკრინინგის განხორციელება, ,,COVID-19-ის“ გავრცელების მართვა და ეპიდზედამხედველობა, განსაკუთრებით საშიში დაავადებების მონიტორინგი და ზედამხედველობა. სამედიცინო სტატისტიკის წარმოება და ანგარიშგება. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ობიექტებში სანიტარულ -ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა. ქვეპროგრამის მიზანია: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; საშიშ დაავადებათა პრევენცია. ბ) პროგრამა: სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02). პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ბ.ა) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 01). ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოსახლეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა (საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებების შეტანით), მათი უზრუნველყოფა კვებითა და საამისოდ საჭირო, შესაბამისი პირობების მქონე ფართით. ბენეფიციართა კვება ხდება დღეში ერთხელ სასადილოში, ხოლო ბენეფიციარები რომლებიც ვერ ახერხებენ ადგილზე მოსვლას და ჩართული არიან შინ მიტანის პროგრამაში მათთვის საკვების მიწოდება ხდება ყოველდღიურად ოჯახებში. ქვეპროგრამის მიზანია: სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ პირთათვის საკვების ხელმისაწვდომობა. ბ.ბ) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერიალური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა ან მისი ასაკი აღემატება 100 წელს. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების თანადგომა და მხარდაჭერა. ბ.გ) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (პროგრამული კოდი 06 02 03). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 600 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 800 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1500 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას - 600 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტიშვილი გაიცეს ერთჯერადად 300 ლარი. ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ, ქვეპუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომელთა შვილები დაიბადა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და არა აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება. ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა. ბ.დ) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04). ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილმეომართა ოჯახების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივ ასანაზღაურებლად გათვალისწინებულია 400 ლარი, ხოლო უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით 500 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანი: გარდაცვლილ მოქალაქეთა პატივგება. ბ.ე) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება –1 000 ლარი; ბ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 350 ლარი; გ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 600 ლარი; დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით – 400 ლარი; ე) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –2000 ლარი; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა - 500 ლარი; ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპესაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 350 - ლარი; თ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს - 350 ლარი. ი) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის ( ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება - 2000 ლარი; კ) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარება (გინეკოლოგის ან / და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი. ლ) 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 150 ლარის ოდენობით. მ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომლიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 -ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება - 500 ლარი. ნ) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 0-დან 30001 ჩათვლითაა , 100 წელს გადაცილებული პირებისთვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, ა(ა) იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზური ცენტრის ბენეფიციარი 18 წლამდე ბავშვებისათვის ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მძიმე-სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას, კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულ ოჯახს არაუმეტეს 80 ლარის ღირებულებისა. ო) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება - 2000 ლარი პ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარება თვეში ერთხელ - 250 ლარი. ჟ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება -300 ლარი. რ) ფსორიოზით დაავადებულ პირთა დახმარება -400 ლარი. ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების, ან/და უგვზოუკვლოდ დაკარგვის, გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა. ტ) პარკისონით დაავადებულ პირთა დახმარება -400 ლარი უ) შშმ 18 წლამდე სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატის შეძენა, თანხის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 1500 ლარისა. ფ) 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0- დან 120000 ქულის ჩათვლით) პირველკლასელებისათვის სასკოლო ნივთების შესაძენის მიზნით 150 ლარი. ქ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით, დამოუკიდებლად საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ტექნიკის შესაძენად თანხის გამოყოფა არაუმეტეს – 350 ლარისა. ღ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე ხანდაზმულთა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს - 1500 ლარისა. მომსახურების დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია სპეციალური შემადგენლობით. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ბ.ვ) ქვეპროგრამა: ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02 06). ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარების (უნარშეზღუდულ ბავშთა)ზრდა-განვითარების ხელშეწყობა, მათი იზოლაციიდან გამოყვანა და საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ქვეპროგრამის მიზანია: შშმ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ბ.ზ) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება-იოდოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, ანაზღაურდება წელიწადში ერთხელ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარისა. ონკოლოგიური დავადების მქონე პირების მკურნალობა-ოპერაციების,სამედიცინო კვლევების, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიის და სხვა. პროცედურების თანადაფინანსებისათვის საგარანტიო წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ ზემოთ აღნიშნული თანადაფინანსების წესით. ქვეპროგრამით დაფინანსდებიან სხვადასხვა დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში და ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამებით. მუნიციპალიტეტის მხრიდან მატერიალური დახმარების სახით გაიცემა თანხა 5000 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ასევე 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0 - F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად: ა) F84.0 ბავშვთა აუტიზმი. ბ) F84.1 ატიპიური აუტიზმი. გ) F84.2 რეტის სინდრომი. დ) F84.3 ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა. ე) F84.4 ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონებრივი ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით. ვ) F84.5 ასპერგერის სინდრომი. ზ) F84.8 განვითარების სხვა ზოგადი აშლილობანი. თ) F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა დაუზუსტებელი. ასევე დაფინანსდებიან 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები სხვა გონებრივი ჩამორჩენილობით (F-78.0-78.9) რომელთაც ძირითად დიაგნოზად განესაზღვრათ: ა) F78.0 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.ქცევის აშლილობა არ არსებობს ან მინიმალურია. ბ) F78.1 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას. გ) F78.8 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი. დ)F78.9 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი ქცევითი აშლილობა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ყოველთვიურად ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 ლარისა. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე მედიკამენტების შესაძენად დაფინანსდებიან განსაკუთრებით მძიმე და საშიში დაავადების მქონე პირები. თანხის ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონლური მკურნალობის თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -200 ლარისა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების მგზავრობის ხარჯები, რომელიც ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი, და ა.შ.) განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 0-დან 7 წლამდე ბავშვთა ადრეული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის მიწოდებას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვებისათვის. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება მოხდება თვეში ერთხელ არაუმეტეს 550 (ოთხასორმოცდაათი) ლარისა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ანგარიშზე. ქვეპროგრამის მიზანია: ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ბ.თ) ქვეპროგრამა: სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08). აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2025 წელს მომხდარი ხანძრის, სტიქიის - მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად არაუმეტეს - 5000 ლარი. დახმარება ვრცელდება 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზეც, რომელთაც მიღებული არ აქვთ - ,,სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება“ 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება. ქვეპროგრამის მიზანია: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა. ბ.ი) ქვეპროგრამა: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 09). გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის - ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშბოლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების, იგპ პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ინფორმირებას გენდერულ კანონმდებლობაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებზე, სოციალური პარტნიორობის სისტემაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელი სტრუქტურების მხრიდან მკაცრდება მოთხოვნები თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, მოხდეს ცალკეულ სფეროებში გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საკითხების გათვალისწინება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე: დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების. სადღეისოდ უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პლატფორმაზე, რასაც საპასუხო ნაბიჯები უნდა მოყვეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. მოხდეს გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიებების მხარდაჭერა ადგილობრივი რესურსებით. ქვეპროგრამის მიზანია: გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გენდერული საჭიროებების კვლევა. ბ.კ) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/და შეძენა (პროგრამული კოდი 06 02 10). ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა) უსახლკარო ოჯახების მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა ან/და შეძენა, რომელთა საცხოვრებლი სახლები დაზიანების ხარისხის მიხედვით საცხოვრებლად უვარგისია, ექვემდებარება დემონტაჟს და არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებლი ფართი ან/და უსახლკარო ოჯახს (წევრებს) არ უფიქსირდებათ საკუთრებაში / თანასაკუთრებაში უძრავი ნივთი და ცხოვრობს ქირით ან ქირის გარეშე ან/და ცხოვრობს უსახლკარო ოჯახის წევრების საკუთრებაში / თანასაკუთრებაში, მაგრამ საცხოვრებელი პირობები არის მძიმე. (თითოეული უსახლკარო ოჯახების მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა ან / და შეძენისათვის გამოყოფილი იქნას არა უმეტეს 60 000 ლარი). ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახების თანადგომა და მხრდაჭერა. ბ.ლ) ქვეპროგრამა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან მძიმე სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2500 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების თანადგომა და მხრდაჭერა. ბ.მ) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დედ-მამით ობოლ ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი ბავშვები დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება განისაზღვრება – 500 ლარით, კვარტალში ერთხელ საბიუჯეტო წლის განმავლობაში. ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ბ.ნ) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 13) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ბინის ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი პირები, ასევე უსახლკარო ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო დარჩა უსახლკაროდ, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდები (18-21წელი), ასევე სხვადასხვა გარემოების გამო უსახლკაროდ დარჩენილი შშმ პირები და მრავალშვილანი ოჯახები, ბინის ქირა გაიცემა ყოველთვიურად არუმეტეს 300 ლარისა. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდებიან ბენეფიციარები, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. ბ.ო) ქვეპროგრამა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისათვის ყოველთვიური სტიპენდია (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები, რომლებმაც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტი, 2025 წლის (იანვარი – ივლისი) განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 200 ლარს. ასევე ის წარჩინებული პირველკურსელები რომლებიც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებენ სახელმწიფო სასწავლო 100%–იან გრანტს, 2025 წლის (ოქტომბერი – დეკემბერი) განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას 200 ლარს, 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში 150 ლარს, 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში 100 ლარს. ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერა. ბ.პ) ქვეპროგრამა: სპციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან / მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებული ბავშვების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის ფარგლებში ოჯახის გაძლიერების მიზნით გაეწევა დახმარება სეპციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან / მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვს, წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი. ქვეპროგრამის მიზანი: ბავშვების დახმარება. ბ.ჟ) ქვეპროგრამა: სადღესასწაულო დღეებში ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარების მატერიალური მხარდაჭერა სადღესასწუალო დღეებში (ახალი წელი, აღგდგომა). ფინანსური დახმარება განისაზღვრება სააღდგომოდ 100 ლარით და საახალწლოდ - 100 ლარით. ქვეპროგრამის მიზანი: სადღესასწაულო დღეებში ბენეფიციართა ფინანსური და მორალური მხარდაჭერა. 6. პრიორიტეტი: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00). პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან, როგორიცაა საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება, კადრების მომზადება-გადამზადება. |
თავი III
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 14.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 16.
მოხელეთა პროფესიული განვითარება
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 101-ე მუხლის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 50,9 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.
|
მუხლი 17.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 18 |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 20.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები
|
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება
|
საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. |
მუხლი 22.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 354.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 284,0 ათ ლარი. ბ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ლარი. გ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60,0 ათ ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 23.
სარეზერვო ფონდი
|
2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 100,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები