დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.103.016453 |
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.(დანართი თან ერთვის). |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge 01/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016421). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა
|
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებლი ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით. მუხლი 2. უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ა) ტრანსპორტირების ხარჯი; ბ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების ხარჯები; გ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღების, საკანცელარიო ნივთების შეძენის და სხვ.).
საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია მუხლი 3. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა. დაევალოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა განახორციელოს საქართველოს საგადასახადი კოდექსის ნორმების შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები