„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილიშემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილიშემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017893
422
25/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
190040000.22.033.017893
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილიშემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №422

2024 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში (სსმ, 30/12/2009, №159, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების (შემდგომში – ბიუჯეტების) შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინსტრუქცია ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“;

ბ) „კარი I-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი I

ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება“;

გ) პირველი მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა - სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების (შემდგომში - სახელმწიფო საწარმოები) შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;“;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახსრების მფლობელი - სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, სახელმწიფო საწარმოები და დაბრუნების ქვეანგარიში;“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის   იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, სახელმწიფო საწარმოები, თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში - დაწესებულებები), გარდა მოქმედი კანონმდებლობთ გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.“;

ე) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით განსაზღვრული უწყებები თვის ბოლოს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სახაზინო სამსახურში ელექტრონული ფორმით, საანგარიშო თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.“;

ვ) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეს მუხლი არ არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების დაბრუნების ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანის პროცედურებს.“;

ზ) 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და სახელმწიფო საწარმოს მიერ ხაზინაში წარდგენილი ელექტრონული საგადახდო დავალების საფუძველზე სახსრების მფლობელის  ანგარიშის ნაშთის ფარგლებში.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების მიერ ბილინგის სისტემით მიღებული შემოსულობები, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხები, შესაძლებელია დაბრუნდეს კომერციული ბანკის მიერ დღის განმავლობაში მობილიზებული თანხების ფარგლებში.“;

თ) 22-ე  მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეს მუხლი არ არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სახელმწიფო საწარმოების შემოსულობების დაბრუნების ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანის პროცედურებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი