ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016444
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
25/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
190020020.35.129.016444
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2024 - 24/01/2025)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №21

2024 წლის 25 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანდართული თანამდებობრივი სარგოები  (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანდართული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილება  (სსმ, 25/12/2023, სარეგისტრაციო კოდი  190020020.35.129.016422).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის

პირების თანამდებობრივი სარგოები


პოლიტიკური თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

5971

2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 

4511

3

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 

3942

4

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

3212

5

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2920

6

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

2336

 

დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების

საშტატო ნუსხა და თანმდებობრივი სარგოები


 

საშტატო ერთეულის

დასახელება

 

რანგი

კატეგორია

საშტატო ერთეული

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  საკრებულოს აპარატის უფროსი

I

 

1

2920

2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი

III

II

5

1752

3

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი

III

III

2

1606

4

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უმცროსი სპეციალისტი

IV

II

1

1241