„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016442
19
25/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
010250020.35.129.016442
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №19

2024 წლის 25 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (სსმ, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი – 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს (5 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) კომუნალური ხარჯების თანადაფინანსებისათვის მიეცემა დახმარება სეზონის მიხედვით: 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე  ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე – ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.“;

ბ) დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმეტი საჭირო არ არის ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი