დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 14/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №99
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად „2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მისაღებად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის №144 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №101, მუხლი 1107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. 2007-2008 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოიყოს 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ლარი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო სასწავლო გრანტებისათვის (შემდგომში – გრანტი).
2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გრანტების სახით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გადანაწილდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც 2005-2006 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ საფეხურზე ან 2007 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამაზე, არ შედიან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიაში და უკიდურესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ იხდიან სწავლის საფასურს.“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები