„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016512
25
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
190020020.35.130.016512
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. საჩხერე

 

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (სსმ ვებგვერდი 04/02/2016 წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დანართის მესამე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2500 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III ადგილი – 1500 ლარი;

ბ) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1000 ლარი; III – ადგილი 700 ლარი;

გ) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის (ოლიმპიური სპორტის სახეობები):  I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი;

დ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში (ოლიმპიური სპორტის სახეობები):  I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი;

ე) საქართველოს ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1000 ლარი; II – ადგილი 700 ლარი; III – ადგილი 500;

1) საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 700 ლარი, II ადგილი – 500 ლარი, III ადგილი – 300 ლარი;

2) საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი- 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;

ვ) საქართველოს ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები):  I ადგილი 1000 – ლარი; II ადგილი – 800 ლარი;

ზ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 7000 ლარი; II ადგილი – 5000 ლარი; III ადგილი – 3000 ლარი;

თ) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III ადგილი – 1500 ლარი;

ი) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

კ) ევროპის ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

1) ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1000 ლარი, III ადგილი – 800 ლარი;

2) ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი;

ლ) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 15000 ლარი; II ადგილი – 10000 ლარი; III ადგილი – 9000 ლარი;

მ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი;

ნ) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებს შორის (ოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 3000 ლარი; II ადგილი – 2000 ლარი; III ადგილი – 1500 ლარი;

ო) მსოფლიო ჩემპიონატი დიდებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი;

პ) მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი – 2000 ლარი; II ადგილი – 1500 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

1) მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში (არაოლიმპიური სპორტის სახეობები): I ადგილი - 1500 ლარი, II ადგილი - 1000 ლარი, III ადგილი - 800 ლარი;

ჟ) ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 25 000 ლარი; II ადგილი – 20 000 ლარი; III ადგილი – 15 000 ლარი;

რ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: I ადგილი – 5000 ლარი; II ადგილი – 3000 ლარი; III ადგილი – 2000 ლარი;

ს) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმით სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის სპორტსმენზე განსაზღვრული ერთი უმაღლესი საპრემიო თანხის 50% გაიცემა გამარჯვებული სპორტსმენების პირად მწვრთნელებზე. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, ოლიმპიადაში წარმატებულ სპორტსმენთა პირველ მწვრთნელებზე კი ამ სპორტსმენებისათვის განსაზღვრული თანხების 50%.“.

ბ) დანართის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 500 ლარი;

ბ) საქართველოს ფესტივალებსა და კონკურსებში:„გრან -პრი" – 500 ლარი; I ადგილი – 400 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე