დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 მარტის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.130.016513 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
|
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის N2/5/1545 გადაწყვეტილების საფუძველზე და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 მარტის №13 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: 29/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016343) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი"-ს მე-10 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1) „1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“; 2) „3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები