“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 23/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.279
  • Word
207
17/03/2006
სსმ, 39, 23/03/2006
040.030.010.22.022.008.279
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.279

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №207

2006 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დად­­გე­­ნილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხ­ლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორ­მატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 23.01.2006 წ. №8 მუხ. 77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები;

ბ) დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები დებუ­ლებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად“;

გ) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერი­ტო­რიული ორგანო ვალდებულია ხელი შეუწოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.“;

დ) დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნე­­ბამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შე­სა­ბა­მისი მოწმობა.“;

ე) დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „კოორდინა­ტორი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ან სასამარ­თლოში, ხოლო კოორდინატორის ქმედება სამინის­ტროში/შესაბამის სამინისტროში.“;

ვ) დებულების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი არ შეეხება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებს. სამინისტროს/შესაბა­მის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირ­ვებელთა კანდიდატურების რეგისტრაციას ახორციე­ლებს სამინის­ტრო/შესაბამისი სამინისტრო და მათ ნუსხას წარუდგენს კოორდინატორებს. სამინისტროს/შესაბამისი სამინის­ტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლის საკვალი­ფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ზ) დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე კლასის დამ­რიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის მშობელთა სიას, რომელთაც განაცხადეს ამომრჩევლად რეგისტრა­ციის სურვილი. რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს მოსწავლის ორივე მშობელმა, რაც მითითებული იქნება საარჩევნო სიის შესაბამის გრაფაში.“;

თ) დებულების მე-20 მუხლის 1-ლ პუნქტში შეტა­ნილ იქნეს ცვლილება და დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნების დღესა და კენჭისყრის დროს განსაზ­ღვრავს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ავტონომიური რესპუბ­ლიკების სკოლებისათვის – შესაბამისი სამინის­ტროს წარდგინებით.“;

ი) დებულების 21-ე მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრე­ბით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თი­თოეულ მაგიდაზე:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;

ბ) კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით და სკოლის ბეჭდით (შემდგომში – ბეჭედი);

გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს.“.

კ) დებულების 23-ე მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებ­ლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრი­სათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულე­ტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარ­ჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალ­დებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომ­რჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთ­ხოვნა.“;

ლ) დებულების 23-ე მუხლის მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრი­სათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავ­მჯდო­მარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომ­რჩევლებს.“;

მ) დებულების 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტში შეტანილ იქნეს დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნი ბიულეტენის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათი­ლად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.“.

ნ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 31-ე მუხლი.

ო) დებულების 32-ე მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. საარჩევნო კომისიაში წარსადგენად საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს ამ დებულების ნორმების დარღვევის შემჩნევისთანავე, საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.“.

პ) დებულების 35-ე მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„1. სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წევრების რეგის­ტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შეს­წავ­ლის საფუძველზე:

ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;

ბ) სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების ავტო­ბიოგრაფიის ასლი;

გ) კომისიაში შესული საჩივრების ჟურნალი და ყველა შესული საჩივარი;

დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია