,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016743
42
26/12/2024
ვებგვერდი, 27/12/2024
010250020.35.122.016743
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2024 წლის 26 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016373; 01/11/2016) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:

ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  ფასადებისა და სხვა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.

გ)  მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლების ეზოების კეთილმოწყობა.

დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების  რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა.

ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის, კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.“              

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ით და დანართი №3-ით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობისაგან განსხვავებული დაფინანსების, მერიის მიერ მეტი წილის  ან სრულად  დაფინანსების შემთხვევაში განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი კომისია.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

დანართი №2   

პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა

ღონისძიების დასახელება

თანადაფინანსების წილი %

მერიის

წილი %

ამხანაგობის წილი %

  1.  

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.

90/10

90

10

  1.  

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  ფასადებისა და სხვა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.

85/15

85

15

3. 

მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლების ეზოების კეთილმოწყობა.

4. 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების  რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა.

5. 

 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის, კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

დანართი №3 

იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობისათვის თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა

ღონისძიების დასახელება

თანადაფინანსების წილი %

მერიის

წილი %

ამხანაგობის წილი %

  1.  

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.

90/10

90

10

  1.  

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  ფასადებისა და სხვა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია.

85/15

85

15

3. 

მრავალბინიანი საცხოვრებელი  სახლების ეზოების კეთილმოწყობა.

4. 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების  რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა.

5. 

 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალ-კანალიზაციის, კომუნიკაციების აღდგენა, პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი