“სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1-1/205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 23/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.024.008.278
  • Word
1-1/205
14/03/2006
სსმ, 39, 23/03/2006
280.120.000.22.024.008.278
“სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.024.008.278

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/205

2006 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახ­ლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღო­ნისძიე­ბების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების მე-2 პუნქტის ,,გ.ბ” ქვე­პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძა­ნებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახე­ბის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში” (სსმ III, 2005 წ., №116, მუხლი 1278) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დეკლარაციის შევსება უნდა შეწყდეს იმ შემთხვე­ვაში, თუ სოციალური აგენტი მიიჩნევს, რომ ოჯახი, ხელოვნურად არის დაყოფილი ან გაერთიანებული, და ამ ფაქტს ეთანხმება ოჯახის უფლებამოსილი წარმო­მადგენელი. აღნიშნულის შესახებ ფორმდება ოქმი (ფორმა №3), რომელსაც ხელს აწერენ სოციალური აგენ­ტი და უფლებამოსილი წარმომადგენელი. ასეთი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფა­სება მოხდება ხელახალი განაცხადის საფუძველზე. დეკ­­ლარაციის შევსების შეწყვეტის შესახებ ოქმის (ფორმა №3) შევსების შემთხვევაში ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ავტომატურად კარგავს ძალას. დეკლარაციის შევსება წყდება იმ შემთხვევებ­შიც, თუ:

ა) განაცხადში მითითებული მისამართი არ წარმოად­გენს მაძიებელი ოჯახის საცხოვრებელ ადგილს;

ბ) ერთი თვის განმავლობაში სოციალური აგენტის არანაკლებ სამი ვიზიტისას, განაცხადში მითითებულ მისამართზე ვერ ხერხდება ოჯახის იდენტიფიცირება (ო­ჯახი განაცხადში მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს) ან ვერ ხერხდება ოჯახის უფლებამო­სილ წარმომადგენელთან შეხვედრა. ასეთ შემთვევებში განხორციელებულ პირველ და მესამე ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები;

გ) ოჯახის წევრ(ებ)ი ხელს უშლის სოციალურ აგენტს თავისი უფლებამოსილების შესრულებაში;

დ) სხვა ხელისშემშლელი მიზეზ(ებ)ის არსებო­ბისას.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 და 32 პუნქტები:

,,31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეწყვეტის შესახებ ოქმი (ფორმა №3) შეივსება მას შემდეგ, რაც სრულად შეივსება აქტი ვიზიტის შესახებ (ფორმა №4). ვიზიტის აქტის (ფორმა №4) თითოეული გრაფის შევსებისას სოციალურმა აგენტმა სასურვე­ლია ხელი მოაწერინოს მაძიებელ ოჯახთან დაკავში­რებულ პირს (მეზობელი, ნათესავი, ადგილობრივი მმარ­თველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარ­მო­მადგენელი ან სხვა) ან ოჯახის სრულწლოვან, ქმე­დუნარიან წევრს, რომელიც დაადასტურებს მისი ვიზიტის ფაქტს.

32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტებით გათვა­ლის­წინებულ შემთხვევებში შეწყვეტის შესახებ აქტს (ფორმა №3) შესაძლოა ხელს აწერდეს მხოლოდ სოციალური აგენტი, რომელიც თან ურთავს აქტის (ფორმა №3) შევსებასთან დაკავშირებულ ყველა არსებულ დოკუმენტს.“;

გ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­დეგი რედაქციით:

,,6. თუ ოჯახის რომელიმე წევრს არ გააჩნია ამ მუხ­ლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთი, ოჯა­ხის დეკლარაციის შევსება ჩერდება და ოჯახს ეძლევა ერთთვიანი ვადა ამ ხარვეზის გამოსას­წორებლად. ამ დროს სოციალური აგენტი ავსებს ოქმს (ფორმა №5).“;

დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 პუნქტი:

,,61. თუ ოჯახი, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვა­ლისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სოციალურ აგენტს ვერ წარმოუდგენს ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ საბუთ(ებ)ს, ივსება ოქმი დეკლარაციის შევსების შეწყვეტის შესახებ (ფორმა №3).“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ი. ჩოგოვაძე