ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N28 და N29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N28 და N29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 65243593
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016020
გ-65. 65243593
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
000000000.00.121.016020
ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს N28 და N29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-65.65243593

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს №28 და №29 ქუჩებისთვის ეკატერინე ბაღდავაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 25 ნოემბრის №44 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ სალხინოს  №28 ქუჩას მიენიჭოს ცნობილი ფერმწერის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ეკატერინე ბაღდავაძის სახელი, ხოლო ამავე სოფლის №29 ქუჩას ეწოდოს „ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩის I შესახვევი“ (რუკა თან ერთვის).

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.

3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი     გიორგი ივანიაძე