ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 65243594
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016019
გ-65. 65243594
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
000000000.00.121.016019
ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება: გ-65.65243594

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2024 წლის 18 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის მე-13 ქუჩას ეწოდოს „ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი შესახვევი“ (რუკა თან ერთვის).

2. ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის მე-16 ქუჩას ეწოდოს „ზვიად გამსახურდიას ქუჩის მეორე შესახვევი“ (რუკა თან ერთვის).

3. ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის მე-15 ქუჩას ეწოდოს „ზვიად გამსახურდიას ქუჩის მესამე შესახვევი“ (რუკა თან ერთვის).

4. გაუქმდეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხი, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ზვიად გამსახურდიას ქუჩის მეორე ჩიხს ეწოდოს „ზვიად გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხი“;

5. გაუქმდეს ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის მე-16 ქუჩის პირველი ჩიხი, ასევე მე-15 ქუჩის პირველი და მე-2 ჩიხები.

6. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.

7. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.

8. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით,

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

10. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის   მოვალეობის შემსრულებელი   გიორგი ივანიაძე