„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016415
38
23/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
010320040.32.061.016415
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №38

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის N33 დადგენილებით (სსმ, 07/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.32.061.016098) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მინისტრს ჰყავს 2 მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას. მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მოადგილე.

6. მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ან სხვა საფუძველზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი