„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016617
12/21
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
010250020.35.111.016617
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №12/21

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ფოთი

 

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge 10/03/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016195) შეტანილ იქნეს ცვლილებები, კერძოდ: დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის მე-7 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, (როდესაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით პირველად ხდება სპორტის შესაბამის სახეობაში სპორტსმენის დაჯილდოება ან სპორტსმენმა დაამყარა რეკორდი) წლის საუკეთესო სპორტსმენზე როგორც ოლიმპიურ, ისე არაოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სახეობაში, სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) შესაძლებელია დამატებით გაიცეს ჯილდო 10 000 (ათი ათასი) ლარამდე, მწვრთნელზე – 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა