,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12/20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016616
12/20
24/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
010250020.35.111.016616
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №12/20

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ფოთი

 

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 10/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016208) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სპეციალური პარკირების ადგილების,  პირობების განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად საცნობი ნიშნის გაცემის წესი

1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს სპეციალური პარკირების ადგილები და პირობები:

ა) ტაქსების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

ბ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის;

გ) საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისათვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის სიგანეც აღემატება 2.5 მეტრს, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, პარკირება შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილებს განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი. საცნობი ნიშანი გაიცემა როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ისე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე, ასევე, ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებზე, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონენი. საცნობი ნიშნის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების კუთვნილებისა. სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემულ საცნობ ნიშანს იგივე იურიდიული ძალა აქვს როგორც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ან მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ საცნობ ნიშანს.

5. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ან მერის მიერ უფლებამოსილ პირს და მას დაურთოს მისი კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი   პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი.

6. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ან მერის მიერ უფლებამოსილ პირს და მას დაურთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი.

7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს შესაბამისად გამოყოფილი და აღნიშნული. ასეთ პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა