„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.139.016567
27
24/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
040030000.35.139.016567
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 040030000.35.139.016404, 29/06/2021) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების“:

1. მე-2 მუხლის პირველპუნქტს „დ“ ქვეპუნქტს შემდგომ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ნოემბრის N352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის შესახებ ცნობის გაცემა“;

2. მე-8 მუხლის პირველპუნქტს „“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1 ქვეპუნქტი:

„ე1. ხელს აწერს არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადებულ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ნოემბრის №352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის შესახებ ცნობას“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) არქიტექტურის სამსახური – სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სტადიების შესაბამისად, მათ შორის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მიწის ნაკვეთის დაყოფის/მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტების შეთანხმება, ასევე საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის №352 დადგენილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში)  სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის დადგენა და ამ მიზნით შესაბამისი ცნობის პროექტის მომზადება და სააგენტოს თავმჯდომარისთვის ხელმოსაწერად წარდგენა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი