დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფ ტუშურებში მდებარე 1-ლი ქუჩის და შესაბამისი შესახვევების სახელწოდების შეცვლის და მამა მიქაელის სახელის მინიჭების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131243583 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016029 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ტუშურების ადმინისტრაციული ერთეულის, სოფ. ტუშურებში მდებარე 1-ლი ქუჩის და შესაბამისი შესახვევების სახელწოდების შეცვლის და მამა მიქაელის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისი №239 დადგენილების თანახმად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის, ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფ ტუშურებში მდებარე 1-ლ ქუჩასა და შესაბამის შესახვევებს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას მამა მიქაელის სახელი თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი |
დოკუმენტის კომენტარები