დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის, დ.თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულის, დ.თიანეთში ხაშურის ქუჩის სახელწოდების შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის-რევაზ შუშანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131243584 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016028 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131.131243584 2024 წლის 23 დეკემბერი დაბა თიანეთი |
თიანეთის მუნიციპალიტეტის, დ.თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულის, დ.თიანეთში ხაშურის ქუჩის სახელწოდების შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის - რევაზ შუშანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისი №239 დადგენილების თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულს დაბა თიანეთში ხაშურის ქუჩას შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის – რევაზ შუშანაშვილის სახელი, ჩიხს კი რევაზ შუშანაშვილის I ჩიხი თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები