დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-929 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.023.016884 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ: 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების“ (დანართი №1): ა) მე-6 მუხლის: ა.ა) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“-„დ4“ ქვეპუნქტები: „დ1) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადებაში მონაწილეობა; დ2) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა; დ3) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობა; დ4) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;“; ა.ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში სამმართველოს მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ან/და გამოთხოვა;“; ა.გ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“- „გ5“ ქვეპუნქტები: „გ1) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადებაში მონაწილეობა; გ2) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა; გ3) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის შესრულების ხელშემწყობი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობა; გ4) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; გ5) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა;“. 2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანდართული დებულების“ (დანართი №2): ა) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1) გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების (ინფორმაციების) მომზადებაში მონაწილეობა; ბ2) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სისტემაში მოქმედ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემების მართვაში მონაწილეობა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები