დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56-125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016801 |
|
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ“
|
საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“,
2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ“ ხელშეკრულების დებულებების გათვალისწინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების სურვილით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1 ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ნებართვა მხარეთა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების პერსონალის ოჯახის წევრებს, ნაცვალგების საფუძველზე და ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, უფლება აქვთ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ჩაერთონ ანაზღაურებად საქმიანობაში. ნებართვის მქონე ნებისმიერი პირი ექვემდებარება განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელ პირობებთან დაკავშირებით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. მუხლი 2 განსაზღვრებები ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
მუხლი 3 პროცედურები
მუხლი 4 საფასური ამ შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დასაქმების ნებართვის გასაცემად საფასური არ არის დაწესებული. მუხლი 5 შეზღუდვები
მუხლი 6 ნებართვის შეწყვეტა
მუხლი 7 სამოქალაქო და ადმინისტრაციული პრივილეგიები და იმუნიტეტები იმ შემთხვევებში, როდესაც ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ნებართვის მიმღები ბენეფიციარი სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, 1961 წლის 18 აპრილის „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის ან 1963 წლის 24 აპრილის „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის კონვენციის დებულებებისა ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტის შესაბამისად, ასეთი იმუნიტეტი არ ვრცელდება ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულების დროს განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე და ექვემდებარება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალს. მუხლი 8 იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ
მუხლი 9 საგადასახადო რეჟიმი და სოციალური დაცვის პროგრამები
მუხლი 10 დავების გადაწყვეტა ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიქმნება მხარეებს შორის ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასა ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 11 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 12 ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
შესრულებულია ქ. თბილისში, 2024 წლის 26 იანვარს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები