დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26863 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 23/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016761 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №26863
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):
ა.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „პ5“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„პ5) პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების გამოვლენისას, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნას;“;
ა.ბ) მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ1) პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების გამოვლენისას, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაგზავნა;“;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):
ბ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ3“ და „კ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„კ3) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების შესახებ პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ რეესტრში ასახვას;
კ4) ამ პუნქტის „კ3“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული წარმოების მასალების და განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის სსიპ –საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნას;“;
ბ.ბ) მე-8 მუხლის:
ბ.ბ.ა) „ჩ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჩ2“ და „ჩ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჩ2) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების შესახებ პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენა, ინფორმაციის ელექტრონულ რეესტრში ასახვა;
ჩ3) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ3“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული წარმოების მასალების და განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გაგზავნა;“;
ბ.ბ.ბ) „ჯ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჯ8“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჯ8) მიზნობრივი ჯგუფების თემატური ინფორმირების ღონისძიებების ფარგლებში, შესაბამის სამიზნე ჯგუფთან შეტყობინების გაგზავნა;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები