ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 17/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.271
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
191
15/03/2006
სსმ, 35, 17/03/2006
040.030.000.22.022.008.271
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/03/2006 - 24/01/2007)

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.271

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №191

2006 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის         №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს ქვემომოყვანილი სკოლები და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ,,ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, №112, მუხლი 1233):

ა) რეორგანიზებულ იქნეს საგარეჯოს რაიონის სოფ. კრასნოგორკას სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე და მიუერთდეს საგარეჯოს რაიონის პატარძეულის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. ამ პუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტად მითითებული სოფ. კრასნოგორკას სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე;

ბ) რეორგანიზებულ იქნეს გურჯაანის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

ბ.ა) სოფ. ყიტაანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს გურჯაანის რაიონის სოფ. ჩუმლაყის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.ბ) სოფ. ნანიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. კაჭრეთის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ბ.გ) ამ პუნქტის ,,ბ.ა.“ და ,,ბ.ბ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გურჯაანის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-10 პუნქტად მითითებული სოფ. ყიტაანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მე-16 პუნქტად მითითებული სოფ. ნანიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე;

გ) რეორგანიზებულ იქნეს ბოლნისის რაიონის საჯარო სკოლები შემდეგი სახით:

გ.ა) სოფ. ზემო ბოლნისის სკოლა და სოფ. ზვარეთის სკოლა, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდნენ სოფ. ქვემო ბოლნისის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ბ) სოფ. კიანეთის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ბოლნისის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.გ) სოფ. მუშევანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ჯავშანიანის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.დ) სოფ. ბერთაკარის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. აკაურთას სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ე) სოფ. წიფორის და სოფ. ფოცხვერიანის სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდნენ სოფ. გეტას სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ვ) სოფ. ხახალაჯვარის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. დარბაზის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ზ) სოფ. ძეძვნარიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ძველქვეშას სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.თ) სოფ. ზემო არქევანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ქვემო არქევანის სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ი) ბოლნისის №4 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ბოლნისის №2 სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.კ) სოფ. ბალიჭის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს კაზრეთის №1 სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

გ.ლ) ამ პუნქტის ,,გ.ა.“, ,,გ.ბ.“, ,,გ.დ.“, ,,გ.ე.“, ,,გ.ვ.“, ,,გ.ზ.“, ,,გ.თ.“, ,,გ.ი.“ და ,,გ.კ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბოლნისის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 45-ე პუნქტად მითითებული სოფ. ზემო ბოლნისის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 43-ე პუნქტად მითითებული სოფ. ზვარეთის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 24-ე პუნქტად მითითებული სოფ. კიანეთის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 23-ე პუნქტად მითითებული სოფ. მუშევანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 34-ე პუნქტად მითითებული სოფ. ბერთაკარის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 41-ე პუნქტად მითითებული სოფ. წიფორის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 35-ე პუნქტად მითითებული სოფ. ფოცხვერიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-40 პუნქტად მითითებული სოფ. ხახალაჯვარის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 37-ე პუნქტად მითითებული სოფ. ძეძვნარიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 22-ე პუნქტად მითითებული სოფ. ზემო არქევანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-4 პუნქტად მითითებული ბოლნისის №4 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-19 პუნქტად მითითებული სოფ. ბალიჭის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

დ) რეორგანიზებულ იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო საავტორო სკოლა ,,რაინდი“ და მიუერთდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №125 სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ე) რეორგანიზებულ იქნეს გარდაბნის რაიონის სოფ. სააკაძეს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს სოფ. მარტყოფის №1 სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. ამ პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 26-ე პუნქტად მითითებული სოფ. სააკაძეს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ვ) რეორგანიზებულ იქნეს ზესტაფონის რაიონის სკოლები შემდეგი სახით:

ვ.ა) სოფ. აჯამეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, სოფ. ცხენთაროს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, სადგურ სვირის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდნენ როდინოულის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ვ.ბ) გაერთიანების გზით რეორგანიზებულ იქნეს 1-ლი სვირის №1 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და 1-ლი სვირის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს 1-ლი სვირის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას განახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ვ.გ) გაერთიანების გზით რეორგანიზებულ იქნეს შორაპნის №1 საჯარო სკოლა, შორაპნის №2 საჯარო სკოლა, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მარტოთუბნის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და ჩამოყალიბდეს შორაპნის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას განახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ვ.დ) სოფ. მეორე სვირის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. მეორე სვირის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ვ.ე) ამ პუნქტის ,,ვ.ა.“, ,,ვ.ბ.“, ,,ვ.გ.“ და ,,ვ.დ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტად მითითებული სოფ. მეორე სვირის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 36-ე პუნქტად მითითებული სოფ. აჯამეთის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 35-ე პუნქტად მითითებული სოფ. ცხენთაროს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 38-ე პუნქტად მითითებული სადგურ სვირის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-15 პუნქტად მითითებული სოფ. 1-ლი სვირის №1 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-16 პუნქტად მითითებული სოფ. 1-ლი სვირის №2 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 32-ე და 33-ე პუნქტებად მითითებული სოფ. შორაპნის №1 და №2 სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ვ.ვ) ამ პუნქტის ,,ვ.ბ.“ და ,,ვ.გ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ზესტაფონის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხას 31-ე პუნქტად დაემატოს სოფ. 1-ლი სვირის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას განახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და 32-ე პუნქტად დაემატოს სოფ. შორაპნის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას განახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ზ) რეორგანიზებულ იქნეს ვანის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-10 პუნქტად მითითებული სოფ. მუქედის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და დაემატოს საშუალო საფეხური;

თ) რეორგანიზებულ იქნეს ქ. ფოთის სკოლები შემდეგი სახით:

თ.ა) №9 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

თ.ბ) №10 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს №2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

თ.გ) №14 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს №7 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

თ.დ) №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს №15 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

თ.ე) ამ პუნქტის ,,თ.ა.“, ,,თ.ბ.“, ,,თ.გ.“ და ,,თ.დ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქ. ფოთის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტად მითითებული ქ. ფოთის №9 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-9 პუნქტად მითითებული №10 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მე-14 პუნქტად მითითებული №14 საჯარო სკოლა, რომე-ლიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მე-13 პუნქტად მითითებული №13 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციე-ლებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ი) რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის სკოლები შემდეგი სახით:

ი.ა) №18 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მიუერთდეს ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყე-ბით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ი.ბ) აფხაზეთის №17 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ქ. ზუგდიდის №9 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ი.გ) აფხაზეთის №19 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს ზუგდიდის რაიონის სოფ. შამგონის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ი.დ) აფხაზეთის №9 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს წალენჯიხის რაიონის ქ. ჯვარის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ი.ე) ამ პუნქტის ,,ი.ა.“, ,,ი.ბ.“, ,,ი.გ.“ და ,,ი.დ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 26-ე პუნქტად მითითებული აფხაზეთის №18 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, 25-ე პუნქტად მითითებული №17 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 27-ე პუნქტად მითითებული №19 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მე-18 პუნქტად მითითებული №9 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

კ) რეორგანიზებულ იქნეს ქ. ხაშურის №10 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მიუერთდეს ქ. ხაშურის №5 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. ამ პუნქტის შესაბამისად, ხაშურის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-18 პუნქტად მითითებული ხაშურის რაიონის №10 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ლ) რეორგანიზებულ იქნეს ჩხოროწყუს რაიონის სკოლები შემდეგი სახით:

ლ.ა) სოფ. ხანწკის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ლ.ბ) სოფ. მე-2 ჭოღას საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ჭოღას საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ლ.გ) სოფ. ოჩხომურის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ლესიჭინეს №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ლ.დ) სოფ. ნაშელუს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. კირცხის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ლ.ე) ამ პუნქტის ,,ლ.ა.“, ,,ლ.ბ.“, ,,ლ.გ.“ და ,,ლ.დ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჩხოროწყუს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 23-ე პუნქტად მითითებული სოფ. ხანწკის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-7 პუნქტად მითითებული სოფ. მეორე ჭოღას საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-14 პუნქტად მითითებული სოფ. ოჩხომურის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-16 პუნქტად მითითებული სოფ. ნაშელუს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე;

მ) რეორგანიზებულ იქნეს ქ. თბილისის სკოლები შემდეგი სახით:

მ.ა) ისანი-სამგორის რაიონის №91 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის №34 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

მ.ბ) ისანი-სამგორის რაიონის №188 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ისანი-სამგორის რაიონის №85 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

მ.გ) გლდანი-ნაძალადევის რაიონის №33 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის №142 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

მ.დ) ვაკე-საბურთალოს რაიონის №101 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს ვაკე-საბურთალოს რაიონის №122 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

მ.ე) ამ პუნქტის ,,მ.ა.“, ,,მ.ბ.“, ,,მ.გ.“ და ,,მ.დ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-13 პუნქტად მითითებული №91 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, 51-ე პუნქტად მითითებული №188 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-12 პუნქტად მითითებული №33 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტად მითითებული №101 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ნ) რეორგანიზებულ იქნეს ლანჩხუთის რაიონის სოფ. გულიანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს სოფ. ჩოჩხანის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. ამ პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 26-ე პუნქტად მითითებული სოფ. გულიანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ო) რეორგანიზებულ იქნეს დედოფლისწყაროს რაიონის სკოლები შემდეგი სახით:

ო.ა) №3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს დედოფლისწყაროს რაიონის №2 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ო.ბ) სოფ. მირზაანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ო.გ) ამ პუნქტის ,,ო.ა.“ და ,,ო.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დედოფლისწყაროს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტად მითითებული №3 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე და მე-7 პუნქტად მითითებული სოფ. მირზაანის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

პ) რეორგანიზებულ იქნეს სამტრედიის რაიონის სკოლები შემდეგი სახით:

პ.ა) სამტრედიის საღამოს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სამტრედიის №4 დაწყებით-საბაზო-საშუალო სკოლას;

პ.ბ) სოფ. დაფნარის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურ-ზე, მიუერთდეს სოფ. დაბლა გომის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბა-ზო-საშუალო საფეხურზე;

პ.გ) დიდი ჯიხაიშის ალ. ყაზბეგის სახელობის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს დიდი ჯიხაიშის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

პ.დ) ამ პუნქტის ,,პ.ა.“, ,,პ.ბ.“ და ,,პ.გ.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამტრედიის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 41-ე პუნქტად მითითებული სამტრედიის საღამოს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 35-ე პუნქტად მითითებული სოფ. დაფნარის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მე-19 პუნქტად მითითებული დიდი ჯიხაიშის ალ. ყაზბეგის სახელობის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და 36-ე პუნქტად მითითებული სოფ. კორმაღალას სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ჟ) რეორგანიზებულ იქნეს თერჯოლის რაიონის სკოლები შემდეგი სახით:

ჟ.ა) სოფ. თავასის და სოფ. ვარდიგორის საჯარო სკოლები, რომელიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო-საფეხურზე, მიუერთდნენ სოფ. თუზის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ჟ.ბ) სოფ. გოგბერაშვილების საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს სოფ. ზედა საზანოს საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ჟ.გ) სოფ. ძევრის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე და მიუერთდეს სოფ. ძევრის №1 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ჟ.დ) სოფ. ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ზედა სიმონეთის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ჟ.ე) სოფ. ქვემო სიმონეთის №1 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. სათემოს საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ჟ.ვ) ამ პუნქტის ,,ჟ.ა.“, ,,ჟ.ბ.“, ,,ჟ.გ.“, ,,ჟ.დ.“ და ,,ჟ.ე.“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თერჯოლის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-16 პუნქტად მითითებული სოფ. თავასის და მე-15 პუნქტად მითითებული სოფ. ვარდიგორის საჯარო სკოლები, რომელიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო-საფეხურზე, 27-ე პუნქტად მითითებული სოფ. გოგბერაშვილების საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 22-ე პუნქტად მითითებული სოფ. ძევრის №2 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მე-13 პუნქტად მითითებული სოფ. ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, და 28-ე პუნქტად მითითებული სოფ. ქვემო სიმონეთის №1 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

რ) რეორგანიზებულ იქნეს გორის რაიონის სკოლები შემდეგი სახით:

რ.ა) გორის რაიონის ატენის საშუალო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. ატენის №1 საჯარო სკოლას;

რ.ბ) სოფ. მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მიუერთდეს სოფ. მეჯვრისხევის საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

რ.გ) ამ პუნქტის ,,რ.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების მე-3 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-11 პუნქტად მითითებული გორის რაიონის ატენის საშუალო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

რ.დ) ამ პუნქტის ,,რ.ბ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს 65-ე პუნქტად მითითებული სოფ. მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ს) რეორგანიზებულ იქნეს თეთრიწყაროს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-3 პუნქტად მითითებულ სოფ. წინწყაროს და მე-6 პუნქტად მითითებულ სოფ. პატარა ირაგას საჯარო სკოლები, დაემატოთ საშუალო საფეხური და ნაცვლად აღნიშნული დაწყებითი-საბაზო საფეხურისა, განესაზღვროთ დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია