„რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024833
438
23/12/2024
ვებგვერდი, 25/12/2024
300160070.10.003.024833
„რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №438 

2024 წლის 23 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2023, 300160070.10.003.023994) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-8 მუხლი:

 „მუხლი 8

1. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – რადიომაუწყებლობის შესახებ  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტებისა და დანართ VIII-ის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 დეკემბრამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – რადიომოწყობილობის შესახებ“ დანართ VIII-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ნებისმიერი რადიომოწყობილობა, რომელიც უკავშირდება ინტერნეტს, მიუხედავად იმისა, დაკავშირება ხდება უშუალოდ თუ სხვა მოწყობილობის საშუალებით (ინტერნეტთან დაკავშირებული რადიომოწყობილობა), უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ძირითად მოთხოვნას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე