დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 185 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016926 |
|
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22/12/2023, 010250020.35.160.016834) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები :
ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე“; ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი; გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან კოორდინაციის და შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროგრამა(ებ)ს“; დ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაფინანსების მსურველთა სიას (მონაცემები) ამოწმებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები