ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016926
185
20/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
010250020.35.160.016926
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №185

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22/12/2023, 010250020.35.160.016834) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები :

ა) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი; 

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან კოორდინაციის და შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროგრამა(ებ)ს“;

დ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაფინანსების მსურველთა სიას (მონაცემები) ამოწმებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე