„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016418
21
27/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
010260030.35.168.016418
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა  და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018წ, 010260030.35.168.016255)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. მე-5  მუხლის პირველი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ფულადი დახმარება ეძლევათ „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №01-31/ნ ბრძანების შესაბამისად, ხოლო 200 ლარს უნაღდო ანგარიშსწორებით  ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად.  ბენეფიციარის  დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს  ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის  ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით (სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს).“.

 

3. მე-51 მუხლის  მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის  დასკვნის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზე. დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 45 000-ის ჩათვლით (დახმარებით ვერ ისარგებლებენ ოჯახები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით 2024 წელს).“.

 

4. მე-53 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 53. ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა  დახმარება

„1. დახმარების მიმღები პირი/ოჯახი, რეგისტრირებული უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ  პირს/ოჯახს, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გაეწევა მატერიალური დახმარება 6 თვის  განმავლობაში ყოველთვიურად  200 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში -  დამატებით 50 ლარი თითოეულ ბავშვზე.

3. პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან.

4. თანხა გაიცემა ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.“.

 

5. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის  მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს  საცხოვრებელი  ფართის  ქირის ანაზღაურებას  ან  თანადაფინანსებას ქალაქის ტიპის დასახლებაში თვეში არაუმეტეს 300  ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში - თვეში  არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.“.

 

6. მე-13 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 13. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისათვის დახმარება

1. ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულებს მიეცეთ   ერთჯერადი   ფულადი დახმარება   დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ხოლო დამხმარე ნაგებობებზე მიყენებული ზარალისათვის -არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება  მერის  სახელზე   დამდგარი  ზიანიდან  10 კალენდარული  დღის  ვადაში;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან.

3. ზიანის ოდენობას შესაბამისი დასკვნით განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახური, რომელიც   ხელმძღვანელობს  საქონლის  მოქმედი  საბაზრო  ფასებით.

4. ხანძრისა და სტიქიის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირის უზრუნველყოფისათვის,  ქალაქის ტიპის დასახლებაში  არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში -არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

5. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“.

 

7. მე-161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 161. უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა

„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება ქალაქის ტიპის დასახლებაში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში - არა უმეტეს 250 ლარისა.

2. პროგრამით სარგებლობისას დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე  არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად  მცხოვრებ:

ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი;

ბ) მარტოხელა, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ  მარჩენალი;

გ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ  (მინდობით აღზრდა) ახალგაზრდებს 22 წლის ასაკის მიღწევამდე;

დ) უსახლკარო ძალადობის მსხვერპლ ოჯახებს.

3. აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ შრომისუნარიანი პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ არც  ერთ კატეგორიას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) საკუთრების   დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი  ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა.

5.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ე) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა;

ვ) ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფარი) ცნობა თავშესაფარში ბინადრობის შესახებ.“.

 

8.  მე-163 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი  163. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა)

1. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში მუდმივად მცხოვრებ  ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებულ შემდეგი კატეგორიის  სოციალურად დაუცველ  ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს:

ა) მარტოხელა პენსიონერს;

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირს;

გ)  რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან.

3. საცხოვრებელი სახლების  აღსადგენად მატერიალური დახმარება გაეწევათ ოჯახებს არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის  მიერ  შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა და დასკვნის საფუძველზე.

4. დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ჩარიცხვა მოხდება ორ ეტაპად, უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

5. ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული ფულადი დახმარება. ბენეფიციარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ფინანსური დახმარების შემდეგი ნაწილის შეწყვეტას.“.

 

9. დაემატოს   164 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 164. საშიშროების შემცველი,  ავარიული სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი ბინის ქირით დაკმაყოფილება

1. პროგრამის მიზანია ბენეფიციართა ბინის ქირით უზრუნველყოფა.

2. პროგრამით ისარგებლებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, საშიშროების შემცველ,  ავარიულ სახლებში  მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრისი და მათი ავარიულ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია, რაც დასტურდება აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ წარდგენილი დასკვნის (ბინის შემოწმების აქტის) საფუძველზე;

3. ბინის ქირის ოდენობა განისაზღვროს თვეში ქალაქის ტიპის დასახლებაში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო დაბასა და სოფლის ტიპის დასახლებაში  არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

4.  პროგრამით მოსარგებლე პირმა დახმარების მისაღებად   მერიაში  უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ წარდგენილი დასკვნა ( ბინის შემოწმების აქტი) ;

დ) საკუთრების  დამადასტურებელი    დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) შუამდგომლობა.“.

 

10. მე-18 მუხლის   მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ამ წესის მე-5, 51, 52, 53, 71 , მე-11 და  მე-12 მუხლების,  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის 91   პუნქტის, 141  მუხლის,   მე-15 მუხლისა  და 161 მუხლის გარდა, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მიღებული დასკვნის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება   ამოქმედდეს  2025  წლის 1 იანვრიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი