ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016542
30
25/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
010250020.35.119.016542
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №30

2024 წლის 25 დეკემბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13/03/2019) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პროგრამის I თავის პირველ მუხლს დაემატოს „ე1“ პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირზე, რომელსაც შეეძინა პირველი შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;“

2. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;“

3. პროგრამის I თავის პირველ მუხლს დაემატოს „კ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც  18 წლის ასაკამდე  დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;“

4. პროგრამის II თავს დაემატოს მე-61მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირზე, რომელსაც შეეძინა პირველი შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

1. პირი, რომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ხონის მუნიციპალიტეტში, იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პირველი შვილის  შეძენისას ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 100 001-მდე, დახმარება პირველი შვილის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში მომართვის შემთხვევაში, მის ოჯახზე ერთჯერადად განისაზღვროს  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ქორწინების მოწმობა;

დ) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ;

ე) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) ცნობა-ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“.

5. პროგრამის II თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარის მეურვე/მზრუნველმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მეურვის/მზრუნველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) გადაწყვეტილება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის  შესახებ;

დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ან პირადობის ასლი;

ე) ბანკის ანგარიშის ნომერი.

3. ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული დაწესებული მეურვეობა/მზრუნველობის აქტიურობის შესახებ განახლებული წელიწადში ერთხელ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას ბენეფიციარს შეუჩერდება პროგრამით სარგებლობის უფლება განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენამდე.

5. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“.

6. პროგრამის II თავს დაემატოს მე-111 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 111.  ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც  18 წლის ასაკამდე  დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა

1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც  18 წლის ასაკამდე  დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობისთვის ბენეფიციარმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა  სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული, როგორც სრულწლოვანების მიღწევამდე იმყოფებოდა მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ;

დ) ბანკის ანგარიშის ნომერი;

3. დახმარება გაიცემა ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე