დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016621 |
|
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 22-ე და 24-ემუხლების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №59 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო www.matsne.gov.ge, 19/12/2024, 010250050.35.166.016614) და დადგენილების
ა) პირველი და მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1 დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა თანდართული დანართის შესაბამისად მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 5 დეკემბრის №25 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 06/12/2023, 010250050.35.166.016579)“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე - 3 მუხლი: ,,მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან .“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 19 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები