„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024828
433
23/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
480140000.10.003.024828
„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №433

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2024 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისში და 2024 წლის 18 ოქტომბერს ქ. ბერნში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის  საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს მსოფლიო საფოსტო კავშირს (UPU) ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე