დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 186 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016925 |
|
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016522) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს ცვლილება:
ა) შევიდეს ცვლილება მე-5 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად მოსარგებლე სატელეფონო ზარით მიმართავს „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ რუსთავის ფილიალის ოპერატორს და აფიქსირებს მოთხოვნას მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ. „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ ყოველი დღის ბოლოს ქვეპროგრამის განმახორციელებელ სამსახურს უგზავნის ინფორმაციას მომდევნო დღის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ, რომლის მონიტორინგს უზრუნველყოფს განმახორციელებელი სამსახურის წარმომადგენელი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან |
|
დოკუმენტის კომენტარები