„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016308
01-735
23/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
480040000.22.030.016308
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-735

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით: 

„51. როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან გამოძახების შემთხვევაში, მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს  შესაძლებელია, მინისტრის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აუნაზღაურდეს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯი ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

52. ამ წესის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ჩაითვლება როგორც როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან გამოწვევის დროს ასანაზღაურებელი ხარჯი და ამ როტაციის ფარგლებში ხელმეორედ ანაზღაურებას არ ექვემდებარება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 10 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი