ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016540
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
25/12/2024
ვებგვერდი, 26/12/2024
190020020.35.119.016540
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2024 - 31/12/2025)

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2024 წლის 25 დეკემბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №21 დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.  
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, ს.კ.: 190020020.35.119.016510, 27/12/2023) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის   №18  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი

 

ხონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1
ხონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის  (გარდა  საკრებულოს თანამდებობის  პირისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების  ანაზღაურების  ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს  900  ლარით.
მუხლი 2
საკრებულოს წევრისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) საკრებულოს სხდომებსა  და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯების ანაზღაურება

1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.  

2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ასევე ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიცირება, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა, მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ, დროებით კომისიებში, საბჭოებსა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა) განხორციელებისას. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის ოცი რიცხვიდან მიმდინარე თვის არაუგვიანეს ოცი რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან.

მუხლი 3
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხავს ხონის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდესის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.