„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.145.016218
19
23/12/2024
ვებგვერდი, 24/12/2024
190040000.35.145.016218
„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილების (www.matsne.gov.ge  05/11/2015, 190040000.35.145.016118) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განესაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 678 (ექვსას სამოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) ამომჩევლებთან ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან  შეხვედრისათვის“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე