დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 66 |
დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 27/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016192 |
|
„გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესი და პირობები“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს არაუგვიანეს 2025 წლის 1 თებერვლისა. |
|
გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესი და პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესი და პირობები“ (შემდეგში – წესი) ადგენს გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გემის აგენტის გადამზადება. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, რომელთაც სურთ განახორციელონ გემის აგენტის საქმიანობა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შერჩეული დაწესებულება – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ აღიარებულოი საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის აგენტის გადამზადების პროგრამა; ბ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი №1-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა; გ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე; დ) გემის აგენტი – პირი, რომელიც სააგენტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს სანავსადგურე ერთეულებში შესაბამისი მომსახურებების გაწევას; ე) საჯაროდ გამოცხადება – გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველთათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, სწავლის ხანგრძლივობისა და საფასურის, წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის განთავსება გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ვებგვერდზე ან სხვა პორტალზე ან სხვა საშუალებებით; ვ) საფასური – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად გათვალისწინებული საფასური. მუხლი 3. გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესი 1. გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება განახორციელოს გემის აგენტის გადამზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს კურსის გავლის შესაბამისი დოკუმენტი. 2. გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება, თუ დაწესებულების მიერ წარმოდგენილია შემდეგი: ა) ინფორმაცია დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ; ბ) ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი ინსტრუქტორის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ (მუშაობის სტაჟი); გ) ინფორმაცია, წინამდებარე წესის დანართი №1-ით განსაზღვრული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ. მუხლი 4. გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) იყოს აღიარებული საზღვაო საწვრთნელი დაწესებულება; ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ გადამზადების პროგრამის გავლის შესახებ ელექტრონულ რეესტრს; გ) გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; დ) ჰყავდეს დასაქმებული ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია დაწესებულებამ სააგენტოს მიმართოს განცხადებით და თან დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); ბ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად; გ) ამ წესის დანართში განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერილობა და ჩამონათვალი; დ) ინსტრუქტორის/ების პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რაოდენობა და სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების ინსტრუქტორების რაოდენობასთან მიმართებით; ვ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი; ზ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; თ) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი; ი) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4. დაწესებულების განცხადება და თანდართული მასალები დაწესებულების შერჩევის და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების შესახებ, სააგენტოს მიერ განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. სააგენტო, გადაწყვეტილებას დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 6. სააგენტო შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით. 7. სააგენტოს გადაწყვეტილება დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 5 წელი. 9. სააგენტო ახორციელებს აღიარებული გადამზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად. მონიტორინგის დროს, თუ გამოვლინდა შერჩევის/აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ან/და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის/აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 11. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს გემის აგენტის გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 12. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს, დაწესებულების ან მათი პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 13. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში, სადაც ხდება გადამზადების პროგრამის დაწყების დადასტურება სააგენტოს მიერ. 14. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ გადამზადების პროგრამის მოდულში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით. 15. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 16. გადამზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 5. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს და პირად ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ; ვ) მითითებას „გადამზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. მუხლი 6. გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობა გადამზადების პროგრამაზე დაიშვება 18 წელს მიღწეული პირი, რომელიც შერჩეულ დაწესებულებას წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) საიდენტიფიკაციო (ID) ბარათი ან სამოქალაქო პასპორტი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); დ) ინგლისური ენის A2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებაში გავლილი ინგლისური ტესტის სულ მცირე 60%-იანი დადებითი შედეგი. |
დოკუმენტის კომენტარები