“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 09/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 17/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.008.259
  • Word
13
09/03/2006
სსმ, 35, 17/03/2006
220.090.000.11.004.008.259
“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.008.259

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №13

2006 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის   №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1

 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ (სსმ III, 28.06.02 წ., №66, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად; ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები შესყიდვებს განახორციელებენ დამოუკიდებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით (მათი თანხმობით), იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ფილიალის მიერ განსახორცილებელი შესყიდვის წლიური ჯამი არ აღემატება სატენდერო თანხას. ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ობიექტების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში (ასი ათას ლარამდე), შესყიდვა განხორციელდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობით. მომდევნო წლის გეგმის დამტკიცებიდან ახალი ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით. ამ პერიოდში ხარჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისი თანხის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს 3' პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3' მრავალწლიანი შესყიდვა შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან და ყოველწლიურად აისახოს შესაბამისი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის შესყიდვების გეგმაში.“

3. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გ) ერთ პირთან მოლაპარაკება წარმოებს, როცა შესყიდვების ობიექტის ღირებულება 100 000 ლარამდეა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში კი 120 000 ლარამდე.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან სატენდერო მოსაკრებელს 200 ლარის ოდენობით, ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე.“.

5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ერთ პირთან მოლაპარაკება

1. ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით შესყიდვები განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 100000 ლარზე ნაკლებია, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარზე ნაკლები.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელების შესახებ ერთ პირთან მოლაპარაკებით, მიუხედავად შესყიდვის ღირებულებისა, თუ:

ა) საქონლის მოწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა ან არ არსებობს სხვა მისაღები ალტერნატიული პირი;

ბ) ფორს-მაჟორული ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელება;

გ) შესყიდვის ხარისხისა და პირობების გაუარესების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისგან, როდესაც შემოთავაზებული პირობები კვლავაც მისაღებია ეროვნული ბანკისთვის.”.

3. ამ მეთოდის გამოყენების დროს სატენდერო კომისია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ერთი პრეტენდენტი და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

თავმჯდომარე    რ. გოცირიძე