დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 31 იანვრის № 40 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.140.000.22.030.008.258 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.22.030.008.258
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №84
2006 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქ-მეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006წ., №17, მუხ. 199) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“
ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;“
გ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
,,7. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“.
დ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 მუხლები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები