დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 აგვისტოს №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.166.016620 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 21 აგვისტოს №56 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 23/08/2024, 010250020.35.166.016611) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 427745835). მუხლი 2 არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 427745835) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად შედგენილი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რაოდენობისა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდზე შემოსული საჯარიმო თანხების შესახებ.“
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბურთულიანი კალმით ან ელექტრონული ფორმით შედგენაზე უფლებამოსილნი არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი სუბიექტის – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ ( ს/ნ 427745835) (შემდგომში – სამართალსუბიექტი) თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი).“ 3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია (სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები პირის შესახებ), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში. დამრღვევის იდენტიფიცირების შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ (ს/ნ 427745835) დირექტორთან, ხოლო შემდგომ – სასამართლოში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები