„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016923
189
20/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
010250050.35.160.016923
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №189

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ (პროგრამის კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) წელიწადში არაუმეტეს 3500.00 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 1000.00 (ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 3000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 1001-დან 1500 ლარის ჩათვლით.“;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1500.00 (ერთი ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.“;

დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 1000.00 (ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.“;

ე) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 1001-დან 1500 ლარის ჩათვლით.“;

ვ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 1700.00 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1500.00 (ერთი ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.“;

ზ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გეგმური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება (მათ შორის, ლითოტრიფსია და გადაუდებელი ანგიოქირურგიული ოპერაცია (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი 170.2; 171; 174) რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:

გ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით) იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 1000.00 (ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;

გ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 1001-დან 1500 ლარის ჩათვლით;

გ.გ) წელიწადში არაუმეტეს 800.00 (რვაასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1500.00 (ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.“;

თ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები), რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70.001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 600.00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით).“;

ი) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ზოგადი სიმსუქნე (E66) დიაგნოზის შემთხვევაში მიუხედავად ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავლისა, დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 1500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

კ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, კერძოდ, გადაუდებელი კარდიოქირურგიული ოპერაციის და გადაუდებელი ანგიოქირურგიული ოპერაციის (170.2; 171; 174) შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე ან გამოწერიდან 5 დღის ვადაში და წარუდგინოს მოქალაქესა და კლინიკას შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტი, მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობის ჩვენებით.“

ლ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 3500.00 (სამი ათას ხუთასი) ლარს.“;

მ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გეგმური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით: რეფრაქციისა და აკობოლაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი (H52) მოხუცებულობითი კატარაქტა (H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34), ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26), სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50), რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19).“;

ნ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განცხადება, რომელითაც მოსარგებლის მიერ, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებისა, მოთხოვნილია სხვა დამატებითი ხარჯები (აყვანილი მოწვეული ექიმის ჰონორარი, არჩეული იმპლანტი, VIP პალატა, კვების ხარჯები და სხვა).“.

1.2. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება“ (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დიალიზისა და  თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, ომის მონაწილე პირის, მარტოხელა მშობლის შვილის (18 წლის ასაკის მიღწევამდე) სარეიტინგო ქულით 70 001-დან 150 000-ის ჩათვლით (შემდგომში – ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.“

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციის, თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჰემოდიალიზითა და პერიტონული დიალიზით უზრუნველყოფას.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადამინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების, ომის მონაწილეების, მარტოხელა მშობლის შვილის (18 წლის ასაკის მიღწევამდე სარეიტინგო ქულით 70 001-დან - 150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრის შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება.“;

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს.“.

1.3. პირველი მუხლის „დ“ პუნქტით დამტკიცებული „გონებრივი დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი“;

ბ) მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“.

1.4. პირველი მუხლის „ე“ პუნქტით დამტკიცებული „დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამის კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეპროგრამის ამოცანაა დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევით (ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით) სოციალური მხარდაჭერა.“

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 120.00 (ას ოცი) ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე