დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №36 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.030.008.257 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.257
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №83
2006 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №36 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №36 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006წ., №17, მუხ.195) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ფ “ და ,,ქ“ ქვეპუნქტები:
,,ფ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
ქ) საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება.“.
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე-ბობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის;
გ) თანამშრომლებთან ერთად ამზადებს და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ათანხმებს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს, შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს, პერიოდულად ამზადებს ანგარიშებს მათი შესრულების შესახებ;
დ) ხელს უწყობს სამინისტროში შრომის სათანადო პირობების შექმნას;
ე) ხელს უწყობს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებას;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა, თანამდებობრივი დაწინაურების, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;
ზ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე;
თ) შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ახდენს მოსამსახურეების სპეციალიზაციას კონკრეტული მიმართულებებით.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოადგილე.
6. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) მონაწილეობს სამსახურში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;
გ) მინისტრის და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;
დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის წინაშე.“.
გ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ინფრასტრუქტურის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი დაცვის კონტროლი;
ბ) დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
გ) შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
დ) სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საჭიროებაზე სამინისტროს ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების კუთვნილი და იჯარით აღებული შენობების ნორმალური საექსპლოატაციო დონის უზრუნველყოფაზე კონტროლი; საწარმოო საშუალებების აღნუსხვის, მოვლის და ჩამოწერის პროცედურების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, სხვადასხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება. დადგენილი წესით და საფინანსო სამსახურთან შეთანხმებით ჩამოთვლილი დოკუმენტების ზემოთ აღნიშნულ სუბიექტებზე განაწილებისა და გაგზავნის ორგანიზება;
თ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, სამინისტროს თანამშრომელების მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება;
ი) სხვადასხვა დელეგაციებისა და მაღალი რანგის სტუმრებისათვის შეძენილი სამახსოვრო სუვენირების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და დანიშნულების შესაბამისად მიწოდება;
კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა და მათი ზედამხედველობა;
ლ) ადმინისტრაციული შენობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. ავტონომიური გათბობისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. შენობის სველი წერტილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შენობის სანიტარიული მდგომარეობის სათანადო დონის შენარჩუნება;
ნ) კომუნალური და სხვა გადასახადების დროულად გადახდის მიზნით, საფინანსო სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად წარდგენა;
ო) წლის განმავლობაში სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეუ-ლობის ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფისათვის ინფორმაციის მიწოდება;
პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და მშენებლობის ზედამხედველობა;
ჟ) ექსპლოატაციაში მყოფი საკუთარი და იჯარით აღებული შენობების სათანადო ტექნიკური დონის უზრუნველყოფა და კონტროლი;
რ) საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ადმინისტრაციული შენობის შეძენისას მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და ობიექტთა შეძენის მიზანშეწონილობის დასაბუთება დადგენილი წესით.
2. სატრანსპორტო უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
ბ) საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
გ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.“.
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. სამსახურში შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) წარუდგენს სამსახურის უფროსს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს სამმართველოს მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
3. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.“.
ე) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები