დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 180 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016915 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 12/08/2014წ., 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. 1. დანართის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) განათლებისა და კარიერული მართვის სამსახური;“. 1. 2. დანართის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი; ქალაქის მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი შიდა საფინანსო საქმისწარმოების დანერგვა; ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგების შედგენა; მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორთან და მერიის სისტემაში მაღალი რგოლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უზრუნველყოს რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი გამართული ფუნქციონირება; მერიის სისტემაში შემავალ ყველა სტრუქტურული ერთეულის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მონაწილეობთ განსაზღვროს რისკის მიმართ სტრატეგიული მიდგომა და რისკის მისაღები დონე; შეიმუშავოს რისკის მართვის პოლიტიკა და უზრუნველყოს მისი მუდმივი განახლება; მოახდინოს რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირება; მუნიციპალიტეტის მასშტაბით რისკის რეესტრის წარმოება.“. 1. 3. დანართის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: 1. 4. დანართის მე-12 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია: სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება და შესაბამისი საჯარიმო სანქციების გამოყენება; სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი; ქალაქის იერსახის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე ზედამხედველობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება; რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი; პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა; სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება; შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების განხორციელება, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების შედგენა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გადასახადის ამოღების ადმინისტრირება და მათ მიერ დაგვიანებით გადახდაზე ან/და გადაუხდელობაზე კონტროლი. ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და უფლებამოსილებების ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების, ასევე რუსთავის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ინსპექტირების გაწევა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებულ დარღვევებზე; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითებთან დაკავშირებით მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა; სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივი განმარტებების მომზადება. სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება;“. 1. 5. დანართის მე-12 მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. განათლებისა და კარიერული მართვის სამსახურის ძირითადი მიმართულებები: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განათლების და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და განსაზღვრა; განათლების და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; სამსახურის საქმიანობის სფეროში მოქმედი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; მოქალაქეთა დასაქმებისა და კარიერული მართვა; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება; სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და მათი შესრულება; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 01 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები