„უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის“ 2003 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ

„უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის“ 2003 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 04/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11(1).190.005740
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71/ნ
26/03/2003
სსმ, 27, 04/04/2003
470230000.11(1).190.005740
„უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის“ 2003 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2003 - 24/08/2004)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 71/

2003 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2003 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ

„საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, :

1. დამტკიცდეს:

ა)  „უმუშევრების სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობის,  ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების ძირითადი პრინციპები (დანართი 1);

ბ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემსრულებლებთან ანგარიშსწორების და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი (დანართი 2);

გ) 2003 წლის სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი – სამედიცინო – ეკონომიკური კლასიფიკატორი (სტანდარტები და ზედა ზღვრული ფასები) (დანართი 3).

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   2002 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 11 აპრილის №100/ნ ბრძანება;

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გამყრელიძე