შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/12/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2024
სარეგისტრაციო კოდი
492
18/12/2024
ვებგვერდი, 20/12/2024
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №492

2024 წლის 18 დეკემბერი

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტს“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 404474172) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 404474172) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

 

დეპარტამენტის უფროსი                                                                               ირმა ბოკუჩავა

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტი