,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 16 ივნისის №54-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15-Iს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 19/12/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 020090000.31.056.016068
15-Iს
19/12/2024
ვებგვერდი, 19/12/2024
020090000.31.056.016068
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 16 ივნისის №54-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 
        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 
,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 16 ივნისის №54-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 16 ივნისის №54-IIს დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 17.06.2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 020090000.31.056.016067) დამტკიცებულ „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და პირობები“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-16 მუხლით განსაზღვრული ოლქის დელეგატის წარმომადგენლის სამსახურებრივი განთავსების ადგილის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა);“;

ბ) „ჭ.ბ“ და „ჭ.ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის მე-4 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „მ“, „ზ.ბ“, „ს“, „ტ“, „ჭ.ა“, „ჭ.გ“, „ჭ.დ“, „ჭ.ე“, „ჭ.ვ“, „ჭ.ი“, „ჭ.ლ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2.ა“ და „ჰ3.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის – საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

ბათუმი,

19 დეკემბერი 2024 წ.

N15-Iს