„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 188
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016922
188
20/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
010250020.35.160.016922
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №188

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №98 დადგენილების (www.matsne.gov.ge. 22/12/2023წ., 010250020.35.160.016831) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებში (რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 150 001-მდე) მყოფი 1 წლამდე ბავშვთა ხელოვნური კვების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს;“

ბ) პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვის ხელოვნური კვების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს.“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მეურვე, მზრუნველი, ასევე მათ მიერ უფლებამოსილ შესაბამისი პირი, მეურვეობა – მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი – სოციალური მუშაკი;

ბ) სოციალური მუშაკი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი – ოჯახი, რომელშიც სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებულია რისკები, რომელთა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას და ზიანი ადგება მის კეთილდღეობას;

დ) მინდობითი აღზრდა – სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა

1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის 0-დან - 1 წლის ჩათვლით ბავშვი (დაფინანსების პერიოდი არ აღემატება 12 თვეს),  რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე იდენტიფიცირებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 0-დან - 2 წლის ჩათვლით ბავშვი (დაფინანსების პერიოდი არ აღემატება 24 თვეს).

3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები არის მინდობით აღზრდაში მყოფი 0-დან - 2 წლის ჩათვლით ბავშვი (დაფინანსების პერიოდი არ აღემატება 24 თვეს).

4. საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ასევე, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები.

5. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარება, რომელიც მოიცავს ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად დაფინანსებას, განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე შემდეგი წესით:

ა) ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 150 001-მდე, ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარის დაფინანსებას ხელოვნური საკვების შესაძენად;

ბ) ბავშვი, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 100 001-მდე, ერთჯერადად მიიღებს 400 ლარის დაფინანსებას ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად;

გ) ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კვების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების დაფინანსებას მიიღებს იმ რაოდენობით და მოცულობით, რომელიც ემსახურება კრიზისის აღმოფხვრას. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე;

დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვი ყოველთვიურად მიიღებს 200 ლარის დაფინანსებას ხელოვნური საკვებისათვის, ხოლო ჰიგიენური ნივთებისა და სხვა პირველადი მოვლის საშუალებებისათვის 400 ლარის დახმარებას საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.“

ე) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი დ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცნობა – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მინდობით აღზრდაში ყოფნის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე