,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 187
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016921
187
20/12/2024
ვებგვერდი, 23/12/2024
010250050.35.160.016921
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №187

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018 წ., 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: 

ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“  და „ვ“  ქევეპუნქტით განსაზღვრული პირების გარდა,  ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს აქტიური რეგისტრაცია ქალაქ რუსთავში (რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ    შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ქვეპროგრამით) ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებითა და 11 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს 0.30 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რუსთავი-თბილისის მარშუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“, „ბ1“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები იმგზავრებენ უფასოდ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე