დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016912 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №94 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2023წ., 010250020.35.160.016827) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კარიერული მართვის სამსახური.“; ბ) დადგენილების პირველი მუხლის შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 „დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კარიერული მართვის სამსახურის დებულება“ დანართის შესაბამისად.“; გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კარიერული მართვის სამსახურის დებულება.“; დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კარიერული მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – რუსთავის) განათლებისა და მოქალაქეებისთვის კარიერული მართვის მიზნით შექმნილი რუსთავის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურს მიკუთვნებული სფეროში მუნიციპალური პროგრამების მართვას, მათი განხორციელების კონტროლს, ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას. ასევე უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული რუსთავის იურიდიული პირების (შემდგომში – იურიდიული პირები) ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, განათლებისა და კარიერული მართვის სფეროს მიკუთვნებული საკითხების ხელშეწყობას და კოორდინაციას, აღნიშნულ სფეროში მონიტორინგის განხორციელებას და სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე სხვა საკითხების გადაწყვეტას.“; ე) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი; ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს „დ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) მოქალაქეთა დასაქმებისა და კარიერული განვითარება, კარიერული მართვის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნა/მოძიება.“; ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ)კარიერული მართვის განყოფილება.“; თ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კარიერული მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქალაქეთა კარიერული მართვის მიზნით: რუსთავში შრომის ბაზრის შესწავლა; სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება/რეგისტრაცია/აღრიცხვა; სამუშაოს მაძიებელის პოტენციურ დამსაქმებლთან დაკავშირების უზრუნველყოფა; ბ) ქალაქ რუსთავში ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო თუ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარება; გ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა; დ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მიზნით შესაბამისი სატრენინგო ბაზების წარმოება, ინფორმაციის მიწოდება, კარიერული ზრდის ხელშეწყობა და შესაბამისს ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა; ე) ქალაქ რუსთავში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სტაჟირების პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბება სახელმწიფო უწყებებთან ან/და კერძო სექტორთან; ვ) კარიერული მართვის მიმართულებით ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ნიჭიერი და მოწყვლადი პროფესიების წახალისება, შესაბამისი პროგრამების შემუშავება, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების ხელშეწყობა; ზ) ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან“ და სხვა ორგანიზაციებთან.“; ი) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის განათლებისა და პროფესიული მართვის სამსახურის განყოფილებებს ხელმძღვანელობენ და მათ საქმიანობებს წარმართავენ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები