„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017887
405
19/12/2024
ვებგვერდი, 19/12/2024
190040000.22.033.017887
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №405

2024 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, №159, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 13​2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მე-8 ნაწილით ან/და 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს  წარდგენილ  „მოთხოვნაში“  აღწერილი  უნდა  იყოს  ზედმეტად  გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მითითებული უნდა იქნეს მონაცემები მსუბუქი ავტომობილის/მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის  დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაციიდან (დეკლარაციის ნომერი, თარიღი, VIN კოდი/შასს-ის ნომერი, დეკლარაციით დაანგარიშებული აქციზის ან/და იმპორტის გადასახადის თანხა).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი