დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №67/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 312/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016888 |
|
„კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №67/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №67/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/06/2021, 220090000.18.011.016564) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მიმართოს სსიპ − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.“. 3. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მომჩივანს უფლება აქვს, ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე უკან გაიხმოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი საჩივარი. მომჩივანის მიერ საჩივრის უკან გახმობის შემთხვევაში საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.“. 4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. ინტერესთა კონფლიქტი და აცილების საფუძვლები 1. ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. 2. თუ ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირსა და მხარეს შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, ეროვნული ბანკის უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება ინტერესთა კონფლიქტის გამო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 4. მხარე უფლებამოსილია აცილება მისცეს ეროვნული ბანკის შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით და არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.“. 5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი ფაქტები, გარემოებები, სავარაუდო შესაბამისი ბაზრის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრები და მტკიცებულებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მითითება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე მიმდინარე ან/და დასრულებული სასამართლო დავის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის დართვით);“. 6. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის ვადის ათვლა დაიწყება კონსულტაციების შედეგად შესაბამის უფლებამოსილ ორგანოდ ეროვნული ბანკის განსაზღვრის მომენტიდან.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეროვნული ბანკი ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს საჩივრის კანონმდებლობასთან შესაბამისი სახით რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევას და ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის საჩივრის გაგზავნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. მოპასუხე უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მოსაზრებები/მტკიცებულებები საჩივრის თაობაზე, ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები. 6. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მომჩივანს ან/და მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება. მომჩივანის ან/და მოპასუხის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო მომჩივანის ან/და მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების განახლების საფუძველია.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ეროვნული ბანკი შეისწავლის მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დამატებით მოძიებულ ინფორმაციას და ახორციელებს მათ ურთიერთშეჯერებას. ეროვნული ბანკი ასევე აანალიზებს, ხომ არ არსებობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლები და წარმოიშობა თუ არა გონივრული ეჭვი სავარაუდო დარღვევის არსებობის თაობაზე.“. 7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული ბანკი შებოჭილი არ არის მომჩივანის ან/და სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პოზიციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.“. 8. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ბანკი მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.“. 9. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქმის მოკვლევის მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი. ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება არ ხორციელდება საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე.“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და მიმოწერის, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად. აღნიშნული აგრეთვე მოიცავს ეროვნული ბანკის უფლებას, შეამოწმოს ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების/ინფორმაციის ასლების გაკეთებას;“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები: „5. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს გააცნოს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პროცედურული საკითხები და ასევე ის შედეგები, რომელიც მოჰყვება ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. 6. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს შემოწმებისას მოიწვიოს იურისტი ან/და სხვა წარმომადგენელი. ასეთი პირ(ებ)ის მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე შემოწმების პროცესის კანონიერების პირობას. ამასთან, დაუშვებელია იურისტის/წარმომადგენლის მონაწილეობის საბაბით, ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლა. 7. შემოწმების დასრულებისას, ორ ეგზემპლარად მზადდება შემოწმების ოქმი, რომელიც ასევე მოიცავს ადგილზე შემოწმებისას მოპოვებული ინფორმაციის ჩამონათვალს/სიას. ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილ პირს, რომელიც ოქმის გაცნობისა და მისი ერთი ეგზემპლარის გადაცემის ფაქტს ადასტურებს ხელმოწერით. თუ ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.“. 10. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საქმის მოკვლევის პროცედურა 1. ეროვნული ბანკის მიერ საჩივრის დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საქმის მოკვლევის ჯგუფი (შემდგომში − მოკვლევის ჯგუფი) სულ მცირე 5 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტისა და იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომელიც საქმეში მონაწილე ეკონომიკური აგენტის ზედამხედველია. საჭიროების შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები ან/და მოწვეული ექსპერტები. 2. მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც არის ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის კონკურენციის განყოფილების წარმომადგენელი. 3. მოკვლევის ჯგუფში ექსპერტის მოწვევის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკსა და ექსპერტს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების ფარგლებში. 4. საქმის მოკვლევის პროცესში მოკვლევის ჯგუფი: ა) ადგენს საქმის მოკვლევის გეგმას; ბ) განსაზღვრავს საქმის მოკვლევის ფარგლებში გამოსათხოვ დოკუმენტაციას/ინფორმაციას; გ) მონაწილეობას იღებს ახსნა-განმარტების მიღების პროცესსა და შემაჯამებელ სხდომაში; დ) მონაწილეობას იღებს ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების პროცესში; ე) მონაწილეობას იღებს სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტაციის შედგენის პროცესში; ვ) იხილავს მხარის მიერ შემოთავაზებულ პირობით ვალდებულებებს; ზ) შეიმუშავებს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტს; თ) ახორციელებს საქმის მოკვლევისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საჭირო ღონისძიებებს. 5. მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობას იღებს მოკვლევის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა. მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მისი დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარის ხმა. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქმის ეფექტიანად და დროულად წარმართვის პრინციპის გათვალისწინებით, მოკვლევის დაწყების შემდეგ, იმავე დავის საგანზე, იმავე მოპასუხე მხარის მიმართ წარმოდგენილი საჩივარი/საჩივრები ჩართოს მიმდინარე მოკვლევაში, თუკი ეს მიზანშეწონილია მოკვლევის დარჩენილი ვადის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მოკვლევა უნდა დასრულდეს თავდაპირველი მოკვლევისთვის გათვალისწინებულ ვადაში. 7. ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა მხარეთა მონაწილეობით. აღნიშნული სხდომის ჩატარება შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. სხდომის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე. საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით, დასაშვებია სხდომის ჩაწერა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რა დროსაც, სხდომის ჩანაწერი უნდა დაერთოს ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობითი ფორმით ოქმში არ აისახება. 8. ახსნა-განმარტების მიღების მიზნით გამართულ სხდომას თავმჯდომარეობს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული პირი. თუ სხდომას თავმჯდომარეობს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, სხდომის ოქმს ხელს აწერს ეს უკანასკნელი. 9. სხდომაზე მოწვეული პირის გამოუცხადებლობა არ არის სხდომის გადადების საფუძველი. თუ სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მოწვეული პირი ან/და არსებობს პირის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გადადოს სხდომა. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება სხდომაზე მოწვეული პირის გამოუცხადებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სხდომაზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.“. 11. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით, დასაშვებია ახსნა-განმარტების ჩაწერა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ჩანაწერი უნდა დაერთოს ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობითი ფორმით ოქმში არ აისახება. ახსნა-განმარტების ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ახსნა-განმარტების მიმღები მოკვლევის ჯგუფის წევრი.“. 12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. კონკურენციის კომიტეტი და შემაჯამებელი სხდომა 1. საქმის მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კონკურენციის კომიტეტი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს კონკურენციის კომიტეტის მდივანს. 2. კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობას იღებს კომიტეტის წევრთა უმრავლესობა. კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. 3. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ კონკურენციის კომიტეტი ატარებს შემაჯამებელ სხდომას მოკვლევის ჯგუფისა და მხარეების მონაწილეობით. ამასთან, განსახილველი საკითხის სპეციფიკისა და შინაარსის გათვალისწინებით, შემაჯამებელ სხდომაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ეროვნული ბანკის სხვა, შესაბამისმა თანამშრომელმა. 4. შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე, სულ მცირე, 1 თვით ადრე, განმცხადებელს/მომჩივანს და მოპასუხე მხარეებს წერილობით ეგზავნებათ საბოლოო გადაწყვეტილების პროექტი საქმის მასალებთან ერთად და წერილობითი მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრებათ შესაბამისი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 15 სამუშაო დღეზე ნაკლები. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ შემაჯამებელი სხდომის გადადება, თუ განსაზღვრული დრო არ არის საკმარისი წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად. თუ ეროვნული ბანკი გადაწყვეტს მითითებული ვადის გაგრძელებას, იგი შემაჯამებელი სხდომის ახალ თარიღს აცნობებს განმცხადებელს/მომჩივანს და მოპასუხე მხარეებს და განუსაზღვრავს ახალ ვადას წერილობითი მოსაზრებების წარმოსადგენად. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. 5. შემაჯამებელ სხდომას თავმჯდომარეობს კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე. 6. შემაჯამებელ სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე შესავალი სიტყვით და სიტყვას გადასცემს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარეს, რომელიც გადმოსცემს საქმის ძირითად არსს და აფასებს არსებული მტკიცებულებებით შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობას. 7. შემაჯამებელ სხდომაზე მხარეებს მორიგეობით ეძლევათ ძირითადი სიტყვა. ძირითადი სიტყვა საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში პირველად ეძლევა მომჩივანს, შემდგომ კი მოპასუხეს, ხოლო ეროვნული ბანკის ინიციატივის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში კი პირველად სიტყვა ეძლევა მოკვლევის ჯგუფის წარმომადგენელს, შემდეგ კი მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს. 8. ძირითადი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სხდომის მონაწილეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს კითხვები სხდომის თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე. 9. მას შემდეგ, რაც მხარეები განაცხადებენ კითხვების ამოწურვის თაობაზე, როგორც თითოეულ მხარეს, ასევე სხდომის სხვა მონაწილეებს თავმჯდომარე აძლევს მცირე რეპლიკის უფლებას. 10. სხდომაზე განსახილველი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით, შესაძლებელია შემაჯამებელი სხდომის გარკვეული ნაწილი დროებით დაიხუროს და გაიმართოს თითოეულ მხარესთან ინდივიდუალურ ფორმატში. აღნიშნული ინფორმაციის განხილვის შემდეგ სხდომა უნდა გაგრძელდეს სტანდარტულ ფორმატში. დახურული სხდომის ოქმი/ჩანაწერი არ შეიძლება გაეგზავნოს სხვა პირს, გარდა ამ სხდომის მონაწილისა. 11. შემაჯამებელი სხდომის წარმართვა შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. სხდომის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის მდივანი. საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით, დასაშვებია სხდომის ჩაწერა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რა დროსაც, სხდომის ჩანაწერი უნდა დაერთოს სხდომის ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობითი ფორმით ოქმში არ აისახება.“. 13. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ კონკურენციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ. კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კონკურენციის კომიტეტი ასევე იღებს გადაწყვეტილებას კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების ან ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და სხვა სანქციის/საზედამხედველო ზომის გამოყენების თაობაზე. კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კონკურენციის კომიტეტი აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წარმოდგენილ საბოლოო გადაწყვეტილების პროექტს და დაუბრუნოს იგი უკან მოკვლევის ჯგუფს შესაბამისი შენიშვნებით/მითითებებით, შემდგომი მოკვლევის მიზნით ან/და დაზუსტებისათვის, იმ ვადის გათვალისწინებით, რაც დარჩენილია საქმის მოკვლევის ვადის დასრულებამდე.“. 14. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-10 მუხლის მიხედვით ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით.“. 15. მე-17 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეღავათი არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები და ამ პირის/პირების მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონფიდენციალურია ეროვნული ბანკის მიერ საქმის მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე, საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ ხსენებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე ვრცელდება ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ზოგადი წესი.“. 16. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნული ბანკისთვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი ეროვნული ბანკის თანამშრომელი და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. საოქმო ჩანაწერის წარმოების მიზნით, ზეპირი განცხადება შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ჩანაწერი უნდა დაერთოს ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობითი ფორმით ოქმში არ აისახება. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.“. 17. 23-ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ეროვნული ბანკი და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი სხვა ორგანოები თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის. 2. ეროვნული ბანკი მიმართავს სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით. ამასთან, ეროვნული ბანკის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტი ეგზავნება სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და განესაზღვრება გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის. 3. სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს; ბ) მონაწილეობა მიიღოს მხარეთა ახსნა-განმარტებებში; გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე; დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს ეროვნული ბანკის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე; ე) მონაწილეობა მიიღოს შემაჯამებელ სხდომაში; ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები